საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბესიკ ხარანაულის წიგნის პრეზენტაცია პარიზში

2010 წლის 9 მარტს ქ. პარიზში გაიმართა ქართველი პოეტის, ბატონი ბესიკ ხარანაულის წიგნის «ამბა ბესარიონის» პრეზენტაცია ავტორის თანდასწრებით.  აღნიშნული ნაწარმოები ფრანგულ ენაზე თარგმნეს ბატონმა ომარ თურმანაულმა და ქალბატონმა მარი ფრერინგმა. წიგნი გამოიცა Qუიდამ გამომცემლობის მიერ, საფრანგეთის წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. წიგნის პრეზენტაცია გაიმართა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ საფრანგეთის ლიტერატურული და ხელოვნების წრეების წარმომადგენლები, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი არტისტები და ქართული დიასპორის წევრები. ღონისძიება გახსნა საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ბატონმა მამუკა კუდავამ, რომელმაც ისაუბრა აღნიშნული მოვლენის მნიშვნელობასა და ბატონი ხარანაულის ღვაწლზე ქართულ თანამედროვე ლიტერატურაში. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა ბატონმა გასტონ ბუაჩიძემ, საფრანგეთში მცხოვრებმა და მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ლიტერატორმა, რომელმაც ფრანგულ ენაზე თარგმნა ქართული პოეზიის ნიმუშები, მათ შორის, შოთა რუსთაველის «ვეფხისტყაოსანი».

პრეზენტაციის დასასრულს გაიმართა წიგნის გაყიდვა.