საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში

2010 წლის 6-9 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც 8 ივნისს თავის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შეხვდება.

აღნიშნული ვიზიტის მიზანია საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავება, კერძოდ ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა.

სამდღიანი ვიზიტის ფარნგებში, საქართველოს პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს საფრანგეთის პრემიერ მინისტრ ფრანსუა ფიონსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ბერნარ კუშნერთან.

8 ივნისს პარიზის პოლიტიკურ სწავლებათა ინსტიტუტში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა. კონფერენციაზე დამსწრე მსურველთა რაოდენობა 500 კაცს აღემატება.

საქართველოს პრეზიდენტი, ასევე მიიღებს მონაწილეობას პარიზში ქართული დღეების ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ღონისძიებების დახურვაში.

აღნიშნული ვიზიტის დროს, 7 ივნისს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგურისა და საფრანგეთის ეკოლოგიისა და ენერგეტიკის მინისტრი ჟან ლუი ბორლო ხელს მოაწერენ განზრახულებათა ერთობლივ დეკლარაციას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ქართული-ფრანგული ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal