საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტი ბორდოს მერს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ბორდოს მერს, საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ალენ ჟუპეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები იყო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ალენ ჟუპემ განაცხადა, საქართველოსა და საფრანგეთს კარგი ურთიერთობები აქვთ, თუმცა საფრანგეთი ეცდება, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. მიხეილ სააკაშვილმა დღესვე შეხვედრა გამართა საფრანგეთის მმართველი პარტიის გენერალურ მდივანთან.