საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le journal Intelligence on line 23. 06.2010

 

ვლადიმერ პუტინის მიერ მოთხოვნილი ტექნოლოგიური ტრანსფერი, რომელიც შეეხება მისტრალის ტიპის ხომალდების შეძენას, ითვალისწინებს ასევე ულტრა-თანამედროვე სადესანტო ხომალდების გადაცემასაც.

ივნისის დასაწყისში, ქ. ტულონში იმყოფებოდა რუსეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე - ნიკოლაი ბორისოვი. ვიზიტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დესანტის გადმოსხმისა და შენაერთთა მართვის საშუალებით აღჭურვილი მისტრალის ტიპის ოთხი ხომალდის (BPჩ) შეძენის საკითხის განხილვა. ჯერ კიდევ ხომალდების შეძენის სურვილის ოფიციალურად გაცხადებამდე, რუსეთის მხრიდან დაისვა ასზე მეტი შეკითხვა ტექნიკის ირგვლივ. დელეგაცია ასევე ეწვია ხმელთაშუა ზღვის გემთმშენებელ ინდუსტრიას (ჩNIM) ქალაქ სენ-სუღ-მეღ-ში, სადაც მათ წარუდგინეს კიდევ ერთი გასაყიდად გამზადებული ობიექტი - დესანტის სწრაფგადამსხმელი ხომალდი (EDA-ღ).

აღნიშნული კატამარანის ტიპის დესანტის სწაფგადამსხმელი ხომალდის პროტოტიპი დაპროექტებულ იქნა ქ.სენ-მალოში, «შოცარენამ»-ის მიერ. 2009 წლის ივნისში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური დირექტორატის მეშვეობით მოხდა 4 ერთეული EDA-ღ-ის შეკვეთა. მათი საცალო ღირებულება 15 000 000 ევროს შეადგენს და თითოეული მათგანი აღჭურვილია დესანტის ორ ეტაპად გადასხმის ფუნქციით. ეს ხომალდები ფაქტობრივად რევოლუციურია სამხედრო ფლოტში დღესდღეობით გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. მათ გააჩნიათ საკმაოდ მძლავრი ტევადობა - 130ტ. სახმელეთო საშუალებები, რაც არის 2 მძიმე ტანკისა და 4 მსუბუქი ჯავშანტექნიკის, ან ექვსი საჯარისო შენაერთის გადამყვანი მანქანის ტოლფასი.  ეს საოპერაციო თვისებები კიდევ უფრო აძლიერებს BPჩ-ების სტრატეგიულ როლს. EDA-ღ მხოლოდ ნაწილია იმ დახვეწილი თანამედროვე ტექნიკისა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლებას სურს დაეუფლოს. რუსული მხარე ასევე დაინტერესებულია ხომალდებზე განთავსდეს საბრძოლო სისტემა ჩჰარლეს დე Gაულლე–ის ტიპის ავიამზიდები.

ჩNIM-ის ხელმძღვანელობამ, რომლის აღმასრულებელი დირექტორი გახლავთ ნიკოლას დმიტრიეფი, «Iნტელლიგენცე Oნლინე»-ს დაუდასტურა რუსული დელეგაციის ვიზიტის შესახებ, თუმცა მათი რწმუნებით, ჩNIM არ არის ჩართული მთავრობათა შორის გამართულ საწყის მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, BPჩ-ის ზოგიერთი მომწოდებლისგან განსხვავებით, რომელთა განაცხადების განხილვა უკვე დაწყებულია საბრძოლო ტექნიკის ექსპორტის შემსწავლელი კომისიის მიერ (ჩIEEMG), ჩNIM-ს ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal