საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 10.08.2010

 

ორი წლის წინ, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა გადმოლახაეს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დაიკავეს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, და კიდევ უფრო შორს შეიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე, დაიწყო ჰუმანიტარული კრიზისი. ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობა გამოძევებულ იქნა საკუთარი სახლებიდან რუსული საჯარისო ნაწილების მიერ, რომლებიც წინ მიიწევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ომი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა, საქართველოს ათასობით მოქალაქისთვის ეს ტანჯვა გრძელდება, მათ არ შეუძლიათ დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს, ნაწილი კი კვლავ ცხოვრობს რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.

ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება, რომელმაც შეაჩერა საქართველოსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი, ითვალისწინებს, რომ რუსებმა ხელი უნდა შეუწყონ ყველა ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება გამორიცხავს ძალის ყოველგვარ გამოყენებას XXI საუკუნის ევროპაში საზღვრების შეცვლის მოტივით, ავალდებულებს რუსეთის სამხედრო ძალებს დაუბრუნდნენ ომამდე პოზიციებს და პატივი სცენ საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას და სუვერენიტეტს. როგორც ეს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, « რუსეთმა არ შეასრულა შეთანხმების რამდენიმე პარაგრაფი ». მაგრამ ეს ხელს არ უშლის საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მათზე დაკისრებული მოვალეობები.

ომის შემდგომი ორი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით უზარმაზარი პროგრესი გააკეთა. ეს შეეხება როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ საკმაოდ გაბედული გეგმა, რომ მავახდინოთ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეინტეგრაცია ქართულ დემოკრატიულ სივრცეში, ეს იმ დროს, როცა რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოს ტერიტორიების არალეგალური ოკუპაცია დააკანონოს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს ვერ აკონტროლებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, საერთაშორისო საზოგადოება ამ ორ ზონას განიხილავს როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა, ვინც იქ ცხოვრობს და ვისაც იქ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნების სურვილი აქვს, სარგებლობს  იგივე უფლებებით, რითიც მათი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრობენ ამ ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებს გარეთ.

ამ მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო  ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელი მთავრობების დახმარებით, შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პარტნიორობის შექმნას და განვითარებას დემარკაციის ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის.

ამ პროგრამის საშუალებით და ძალის გამოყენების გარეშე, ჩვენ მიზნად ვისახავთ, დღევანდელ დღეს საკონტროლო პუნქტებით გაყოფილი, მოსახლეობის ნებაყოფლობით გაერთიანებას.

ჩვენ მალე შევქმნით თანამშრომლობის სააგენტოს, რომლის მიზანიც არის საწარმოების განვითარება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩვენ მათ დავეხმარებით საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში. რისთვისაც შევქმნით კონტროლისა და ხარისხის ლაბორატორიას, რომელიც სერტიფიცირებას გაუკეთებს ადგილობრივ პროდუქტებს საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. ჩვენ შევქმნით ასევე კერძო ფონდს, რომელიც დაეხმარება საწარმოებს მოიზიდონ ინვესტორები.

განვითარდება ინფრასტრუქტურები, შეიქმნება სპეციფიური ფონდები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გზების რეაბილიტაციის მიზნით, იმოძრავებს ავტობუსი თბილისსა და ამ რეგიონებს შორის და ბათუმის და სოხუმის პორტების დამაკავშირებელი ბორანი. ჩვენ შევთავაზეთ აფხაზეთს მთლიანად უფასო ინტერნეტ მომსახურება და საშუალო სკოლების მოსწავლეებისთვის უფასო კომპიუტერები. (როგორც ეს გაკეთდა მთლიანად საქართველოში).

ეს პროგრამა საშუალებას მისცემს ამ ორი ზონის მაცხოვრებლებს მიიღონ განათლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში და ისარგებლონ საზღვარგარეთ სწავლის სტიპენდიებით.

ეს არის ჩვენი პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მხოლოდ ნაწილი. როგორც გითხარით პროგრამის მიზანია ხელი შეუშალოს  კონფლიქტის შედეგად იზოლირებული მოსახლეობის საბოლოო მოწყვეტას ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველოსა და საერთაშორისო  საზოგადოებისგან. ეჭვგარეშეა, რომ გაერთიანების გზა იქნება ხანგრძლივი და ძნელი და ჩვენ არა გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენი სტრატეგიით დასახული მიზნების განხორციელება ადვილი იქნება.

საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა გააკეთოს ყველაფერი, რომ დაეხმაროს და გააძლიეროს კავშირები საკუთარ მოსახლეობასთან, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; არა მართო იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციას, არამედ რომ ხელი შეუწყოს გადადგილებული პირებისა და ლტოლვილების დაბრუნებას საკუთარ სახლებში.

მაგრამ, მანამადე საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უნდა იდგნენ იმ პრინციპზე, რომ არ შეიძლება საზღვრების შეცვლა ძალისა და აგრესსის გამოყენებით.Eამ წინასაუკუნეების მეთოდებმა გამოიწვიეს მხოლოდ ომები, ტრაგედიები და დესტაბილიზაცია.

ჩვენ მივისწრაფვით ოკუპაციის დასასრულისკენ და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანებისკენ. Dდა ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად მისი წარმომავლობისა, იცხოვრებს ერთად, მშვიდობიანად და აყვავებულად.  შეძლებს თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში.