საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 12.11.2010

 

რუსულმა სამხედრო ნაწილებმა 18 ოქტომბერს დატოვეს ბოლო ქართული სოფელი, რომელსაც ისინი იკავებდნენ 2008 წლის აგვისტოს საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ.

ნოებრის დასაწყისისთვის სოფელ პერევში უჩვეულოდ მზიანი ამინდია. სოფლის ციცაბო და ხრეშიან ბილიკებზე თავისუფლად დასეირნობენ ღორები, უღელში შებმული ცხენები ძლივს მიათრევენ მძიმე მორებს. ეს არის ქართული სოფლის ცხოვრების ბანალური ქორეოგრაფია. თუმცა, ეს ადგილი ბანალური სულაც არ არი.

პერევი, დაახლოებით 1100 მოსახლეთი, დღემდე იყო ერთადერთი სოფელი საქართველოს ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებდნენ რუსული საჯარისო ნაწილები მედვედევ-სარკოზის შეთანხმებების დაღვევით, შეთანხმებების, რომლელთა დადებამაც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი დაასრულა.

18 ოქტომბერს მოსკოვმა როგორც იქნა გაიყვანა თავისი ჯარისკაცები სოფლის შესასვლეში განლაგებული გამშვები პუნქტებიდან და გადიყვანა ისინი რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით სამხრეთ ოსეთში., ყოფილ სეპარატისტულ რეგიონში, რომელმაც ამ ომის შემდეგ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. Uუცნაური დამოუკიდებლობა ზედამხედველობის ქვეშ: როდესაც გადაივლი ხიდს და ხვდები ამ ტერიტორიაზე, საკონტროლო პუნქტთან ხედავ ორ დროშას, ოსურს და რუსულს.

«პერევი რუსებისთვის ინტერესს წარმოადგენდა, რადგან წარმოადგენდა პირდაპირ გზას მათ ორ სამხედრო ბანაკს შორის» - გვიხსნის გეორგიუს პაპაიოანუ, რომელიც დაგვყვება სოფლის ქუჩებში. Eეს საბერძნეთის საზღვაო ჯარების ოფიცერი არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელი საჩხერის რეგიონში, რომელიც დედაქალაქ თბილისიდან 3 საათის სავალზე მდებარეობს. 18 ოქტომბრის შემდეგ ის ყოველ კვირას ჩამოდის პერევში სიტუაციის შესაფასებლად. Mმაცხოვრებლები უკვე ცნობენ მის ლურჯ ბერეტს.

2008 წლის ოქტომბერში შექმნილი სადამკვირვებლო მისია არის უპრეცენდენტო სამოქალაქო მისია, რომელიც შედგება 300 კაცისგან და რომლის მიზანიც არის სამშვიდობო შეთანხმების 6 პუნქტის განხორციელების მონიტორინგი. Mმისი პატრულები კონტაქტში არიან საქართველოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მაცხოვრებლებთან ადმინისტრაციული სადემარკაციო ხაზის პერიმეტრზე. სამაგიეროდ,  რუსები და ოსები არ აძლევენ მათ ამ სადემარკაციო ხაზის გადაკვეთის საშუალებას, ისევე როგორც აფხაზეთში. თითოეულ ამ სეპარატისტულ რეგიონში მოსკოვმა განათავსა 3600 კაცი.

თავისი სახლის წინ, 46 წლის ლოლა მაკასარაშვილი გვარწმუნებს, რომ არანაირ ინციდენტი არ მომხდარა. «რუსებს ჩვენ არასდროს არ შევუწუხებივართ. ერთადერთი პრობლემა ეს იყო ჩვენი გადაადგილება. ისინი გაუთავებლად ამოწმებდნენ ჩვენს საბუთებს». მისი გადმოცემით, მაცხოვრებლები რუსების წასვლის შემდეგ სიფრთხილეს ინარჩუნებენ. «ვერ ვბედავთ ღრმად შესვლას ტყეში კაკლის და კენკრის მოსაკრეფად».  სოფლის სხვა მაცხოვრებელი ვლადიმერ ბერიძე აქ გავრცელებული აზრის რეზიუმეს აკეთებს «რუსების აქ ყოფნა ერთის მხრივ სასარგებლო იყო – ოსები ჩვენ არ გვეკარებოდნენ» ამბობს 70 წლის მოხუცი, რომელსაც კუსტარული წესით დამზადებლი არყის პლასტიკის ბოთლი უჭირავს ხელში.

თბილისში ხელისუფლება მიესალმა რუსების გასვლას, თუმცა ყოველგვარი გადამეტების გარეშე. «პერევიდან ჯარების გაყვანა ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ პერევი წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიების მხოლოდ 1 პროცენტს, ხაზს უსვამს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. ჩვენ არ ვიქმნით ილუზიებს. პრობლემები ვერ მოგვარდება ერთი ხელის მოსმით». მოსკოვი დიდი ხანია იყენებდა პერევს, როგორც ვაჭრობის საშუალებას დასავლეთთან მოლაპარაკებების დროს. პირველად რუსი სამხედროები იქიდან წავიდნენ 2008 წლის დეკემბერში და კვლავ დაბრუნდნენ იქ 24 საათში.

დღეს ჯარების გაყვანა ვერ წყვეტს მიმოსვლის ყველა არსებულ პრობლემას. ოსი ბავშვები დადიან სასწავლებლად სოფლის სკოლაში; ზოგიერთ მაცხოვრებელს უნდა თავისუფლად გადავიდეს სამხრეთ ოსეთში თავიანთი ნათესავების მოსანახულებლად და ხილისა და ბოსტნეულის გასაყიდად. რუსები აკონტროლებენ ყველა გამვლელს და ზოგჯერ უარს ამბობენ ზოგიერთი ტვირთის გაშვებაზე. «ომის შემდეგ იკრძალებოდა 30 კგ-ზე მეტი ტვირთის გადატანა», გვიხსნის ვასილი ბახტურიძე, საოლქო პოლიციის უფროსი.

2009 წლის გაზაფხულიდან, ადმინისტრაციული ხაზის პერიმეტრზე სიტუაცია მშვიდია. 2010 წელს სულ დაფიქსირდა 140 გასროლა, მაგრამ უმეტესობა იყო დაკავშირებული სწავლებებთან ან რაიმე სასიხარულო მოვლენასთან. «დღეს კონფლიქტი გაყინულია, ამბობს გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი, EUMM-ის მისიის ხელმძღვანელი. ჩვენ მოვახდინეთ სიტუაციის სტაბილიზაცია, მაგრამ სამომავლოდ ეს მისია საკმარისი არ იქნება. საჭიროა პოლიტიკური სტრატეგია”. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისიას აქ მრავალი წლის მანძილზე მოუწევს დარჩენა. ჟენევაში მხარეებს შორის მიმდინარე რეგულარული მოლაპარაკებები თითქმის არ მიიწევს წინ. რუსეთს უნდოდა ევროკავშირის მსგავსად ყოფილიყო მედიატორი ამ მოლაპარაკებებში, მაშინ როდესაც ის კონფლიქტის მხარეს წარმოადგენს.

ლტოლვილების საკითხი რჩება მთავარ საკითხად, განსაკუთრებით ახალგორის რეგიონში, რომელიც მოექცა სამხრეთ ოსეთის ბოევიკების ხელში ომის დროს. “მთლიანობაში 30 000 ქართველი გამოიქცა სამხრეთ ოსეთიდან. Aარცერთი მათგანი უკან არ დაბრუნებულა, აღნიშნავს ჰანსიორგ ჰაბერი. Pპერიოდულად ზოგიერთები ბრუნდებიან ახალგორში მხოლოდ იმისთვის რომ შეამოწმონ რა მდგომარეობაშია მათი სახლი, მაგრამ ძალიან სწრაფად ბრუნდებიან უკან. Aარ არსებობს მათი უსაფრთხოების საკმარისი გარანტია.”

ეს ოლქი ძირითადად დასახლებული იყო ქართველებით, მაგრამ მას შემდეგ რაც თბილისი ვეღარ აკონტროლებდა მას, ის დაიცალა მოსახლეობისგან. ამის მიზეზი იყო მუდმივი მუქარები და ძარცვა. 7000 მაცხოვრებლიდან დაახლოებით 5000-მა საქართველოს ტერიტორიის სხვა ადგილებს შეაფარა თავი.