საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 05/10/2011, ალან ბარლუე

სახელმწიფოს მეთაური სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში მიემგზავრება.

ქართველები საფრანგეთისგან მკაცრ გამონათქვამებს ელიან.

უდაოდ მოსალოდნელი იყო ნიკოლა სარკოზის ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში – ზუსტად ოცი წლის  შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა  დამოუკიდებლობა გამოგლიჯეს საბჭოთა იმპერიას, დადგა დრო პატივი მიეგოს კავკასიის წინსვლას, რომელიც გლობალური ეკონომიკის მარათონს შეუერთდა. საფრანგეთს, ცხადია რეგიონში ეკონომიკური ინტერესებიც აქვს (ტრანსპორტი, ტელეკომუნიკაციები…), მაგრამ იმისთვის უფრო უფრო ელოდებიან, გვარწმუნებენ ელისეს სასახლეში, რომ ამ სამივე ქვეყანას, მათი განსხვავებევის მიღმა, საერთო აქვთ იზოლაციის განცდა,  ისტორიის დანატოვარი, ურთიერთდამოკიდებულება, და ძველი გაყინული კონფლიქტები, მაგალითად როგორც მთიანი ყარაბახი, სომხეთის ანკლავი აზერბაიჯანში.  ამ კონტექსტში « საფრანგეთი განიხილება, როგორც მოლაპარაკების სანდო პარტნიორი » - უმატებს იგივე წყარო.

ნიკოლა სარკოზისთვის არაფერია იმაზე ბუნებრივი, რომ ჩავიდეს ერევანში როგორც წესია, შარლ აზნაურის თანხლებით, როგორც ეს ჟაკ შირაკის 2006 წლის ვიზიტისას მოხდა.

«სამშვიდობო რისკის გაწევა»

ლოგიკურია ასევე ნიკოლა სარკოზისთვის თბილისში, საქართველოში დაბრუნება. ის იქ ორჯერ ჩავიდა 2008 წლის აგვისტო –სექტემბერში, გახურებული ქართულ-რუსული კრიზისის დროს. პრეზიდენტის გარემოცვა ხშირად გვახსენებს რომ « სწორედ ნიკოლა სარკოზის ჩარევით მოხდა საომარი მოქმედებების შეჩერება, მაშინ როცა რუსული ტანკები დედაქალაქიდან 40 კილომეტრში იყვნენ მოსული ». სახელმწიფოს მეთაურიც ხშირად ახსნებს ამ ფაქტს, როგორც მისი საპრეზიდენტო ხუთწლეულის ერთ ერთ დიპლომატურ წარმატებას.

ბენღაზიში მოულოდნელი ვიზიტიდან სამ კვირაში, პრეზიდენტი ამჯერად თბილისის გულში, თავისუფლების მოედანზე გამოვა სიტყვით, რომ მოუწოდოს ქართველებს « სამშვიდობო შემობრუნებისკენ », როგორც ეს 15 სექტემბერს ლიბიელების წინაშე გააკეთა. სომხეთის გავლით, პრეზიდენტი აზერბაიჯანშიც შეჩერდება. პარასკევს ის ისადილებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პირველ აგურს დადებს ბაქოს ფრანგული ლიცეუმის მშენებლობაზე. მას ასევე სურს მიეხმაროს ფრანგ საწარმოებს, ერთი მხრივ ბუიგს და ალსტომს, და ასტრიუმს და თალესს, მეორე მხრივ, რომელთაც სურთ ბაქოს მეტროს მშენებლობა და სატელიტების გაყიდვა. განიხილება აგრეთვე ენერგეტიკული საკითხები.

ეს ცხადია.  თუმცა კავკასია კვლავ რჩება კომპლექსური და გაუთვალისწინებელი გეოპოლიტიკური პრობლემა. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, კვლავ არსებობს 2008 წლის კონფლიქტით გამოწვეული ჭრილობებები  - რუსეთის ჯარების არ დაბრუნება კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, როგორც ეს სამშვიდობო შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რეგიონის გადაჭარბებული მილიტარიზაცია, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და არასამთავროების დაშვებაზე უარი. ქართველები საფრანგეთისგან მკაცრ გამონათქვამებს ელიან, მათ ტერიტორიალურ მთლიანობის, « სეპარატისტურლი » რეგიონების ოკუპაციის აღიარების, და რუსეთისათვის ძალის გამოუყენებლობის მოწოდების სახით.

ნიკოლა სარკოზი მოზომილი იქნება, იმედებს შექმნის, მაგრამ მოუწოდებს თავშეკავებულობისკენ, რომ არ გააღვიძოს რუსებთან მკაცრი დაპირისპირების  ყოფილი საფრთხე. « წარსულის ტკივილების გახსენებაზე კი არ უნდა ვიფიქროთ,  მომავალისკენ უნდა მივბრუნდეთ, გვეუბნებიან ელისეს სასახლიდან. ჟენევის მოლაპარაკებები წინ ვერ მიიწევს. უკეთესი ვითარება არც მინსკის ჯგუფშია (რომლის თანაპრეზიდენტები საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი არიან), რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული, მთიანი ყარაბახის პრობლემის გამო შეიქმნა. სომხურ სააგენტო მედიამაქსთან საუბრისას, ნიკოლა სარკოზიმ ორივე ქვეყანას მოუწოდა « სამშვიდობო რისკის გაწევა ». იგივე სიტყვები მოიშველია მან სომხებსა და თურქებს მოლაპარაკებების განსაახლებლად მოწოდებისას.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal