საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

06/10/2011 www.20minutes.fr

(სტატიაში გამოყენებულია საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას კომენტარები საქართველოსთან მიმართებაში)

ნიკოლა სარკოზი ამ ხუთშაბათს აიღებს გეზს კავკასიისკენ, სადაც მას ექნება ორ დღიანი ტურნე სამ ეტაპად – სომხეთი, Aზერბაიჯანი, საქართველო და სადაც იგი შეეცდება ხელახალი ელფერი მისცეს თავის “მშვიდობისმყოფელის” იმიჯს სამი წლის თავზე, რაც მან თბილისსა და მოსკოვს შორის სადავო მშვიდობის შესახებ მოლაპარაკება აწარმოა.

საფრანგეთის პრეზიდენტი არაერთგზის იმეორებდა. სენატში დამარცხების შემდგომ და სხვადასხვა სახის პოლიტოკურ-ფინანსური სკანდალებით დატვირტული, ის მოისხამს 2012 წლის არჩევნების კანდიდატის სამოსს და გააგრძელებს “თავისი საქმის” კეთებას. ამ საქმემ იგი წაიყვანა ერევანში, ბაქოსა და თბილისში, რათა იქ იზეიმოს ყოფილი საბჭოთა კავშირის ამ სამი რესუბლიკის დამოუკიდებლობის ოცი წლისთავი.

 «გადამრჩენი» საქართველოში

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვს თვით ადრე ძნელია განაცალკევო ეს ვიზიტი საპრეზიდენტო არჩევნების კალენდრისგან. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ვიზიტი საქართველოში, როგორც ქვეყნის éგადამრჩენის », ლიბიაში სამი კვირის წინ ვიზიტის შემდგომ, სადაც ფაქტიურად აღიარებული იქნა როგორც გმირი. 2008 წლის ზაფხულში, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზიმ შეჭყვიტა ომი საქართველოსა და რუსეთს შორის ამ ორი ქვეყნისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოგლეჯვის გზით. დღეისთვის ეს ეპიზოდი სასარგებლოა მისი ხელახალი მანდატისთვის.

 “ხალხის თვალში იგი აღიქმება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვაში მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან (. . .) ლიბიამდე”, იმეორებს მისი მეგობარი და ყოფილი მინისტრი ბრის ორტეფო. “ეს მისმა ჩარევამ შეაჩერა ბრძოლა”, აცხადებენ ელისეში. მაგრამ მისი ჩარევიდან სამი წლის შემდგომ შედეგები განსხვავებულია. რუსეთის ჯარი კვლავაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონებში, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთშია და ორ მებრძოლ მხარეს შორის ჟენევის მოლაპარაკებები კვლავ მკვდარ წერტილშია.

მიუხედავად ამ ბემოლებისა, ნიკოლა სარკოზის პატივით ელიან. “ჩვენ ვაფასებთ რაც მან გააკეთა”, აცხადებენ თბილისში, “მაგრამ საფრანგეთის პრეზიდენტისგან ჩვენ ველით იმის აღნიშვნას, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი აღბული ვალდებულებები და რომ იგი მხარს გვიჭერს ევროპული ინტეგრაციის გზაზე”.

სომხეთიც პროგრამაშია

საქართველოს «ევროპული მისწრაფებების» მხარდაჭერა იქნება საფრანგეთის პრეზიდენტის თემა თავის გამოსვლაში, ამბობს ელისე. სამაგიეროდ ის დარჩება ბუნდოვანი მოსკოვთან კონფლიქტის თემაზე. « მას არ ექნება ანტი რუსული განცხადებები », ამბობენ პარიზში, « არამედ უფრო გზავნილები მომავალთან მიმართებაში ». საქართველომდე, ნიკოლა სარკოზი ხუთშაბათს იწყებს ტურნეს სომხეთით, რომლის პრეზიდენტიც, სერჟ სარქისიანი, სულ რაღაც ერთი კვირაც არ არის რაც ეწვია საფრანგეთს და რომელთან ერთადაც სარკოზი შარლ აზნავურის კონცერტსაც დაესწრო.

როგორც თბილისში, ასევე ერევანში სუფთა ფრანგული სურნელით იქნება გაჯერებული საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი, არადა საფრანგეთის სომხებს იმედი აქვთ, რომ მიღებლ იქნება კანონი, რომლითაც დაიგმობა 1915 წელს სომხების გენოციდი თურქების მხრიდან, რაც აღიარებული იქნა საფრანგეთის მიერ 2001 წელს. იმის მიუხედავად, რომ 2007 წელს პრეზიდენტ სარკოზიმ პირობა დადო არჩევნების წინ, სენატმა მხარი არ დაუჭირა ამ ტექსტს, რომელიც მიღებული იქნა ეროვნული ასამბლეის მიერ 2006 წელს. « ფრანგული კანონი ითვალისწინებს გენოციდის უარყოფის სანქციონირებას », ამბობენ პრეზიდენტის გარემოცვაში.

ამ კონტექსტში წარმოშობით სომეხი ყოფილი მინისტრის, პატრიკ დევეჯიანის, ჩართვა საპრეზიდენტო დელეგაციაში ნიშნავს გარკვეულ “ჟესტს” იმ 500 ათასამდე სომხური დიასპორას წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც საფრანგეთში არიან. ერევანსა და თბილისს შორის, ნ. სარკოზი გააკეთებს პატარა « სტოპ »-ს აზერბაიჯანში, რომელიც ეკამათება სომხეთს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის საკითხზე (სომხებისგან დასახლებული ანკლავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე). კოემერციული დატვირთვის მქონე საკითხი/ეტაპი – პარიზს იმედი აქვს, რომ ხელს შეუწყობს ფრანგული კომპანიებისთვის მსხვილი კონტრაქტების მოპოვებას.