საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

L’Express, 06/10/2011, აქსელ გილდენი

ნიკოლა სარკოზი ხუთშაბათს ჩადის საქართველოში მას მერე, რაც საზეიმოდ ეწვევა სასომხეთსა და მოკლე ვიზიტით შეჩერდება აზერბაიჯანში. საფრანგეთს სურს ამ არასტაბილურ, მაგრამ სტრატეგიულ რეგიონში თავისი პოზიციების გამყარება.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე, იმ დროს, როცა მისი ანტურაჟის ნაწილი გარიგებებშია მხილებული, ნიკოლა სარკოზის ვოიაჟი სამხრეთ კავკასიაში, 6 და 7 ოქტომბერს, დროული იყო. არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ მოკლე ვიზიტით ის კამერების წინ გაიხსენებს მის მიერ “საქართველოში გაწეული კამპანიის” დიად მომენტებს...

2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც რუსული ჯარები შეიჭრნენ საქართველოს ჩრდილოეთში და დედაქალაქს უახლოვდებოდნენ, ნიკოლა სარკოზი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, გაფრინდა მოსკოვში, შემდეგ თბილისში. 27-ის სახელით, მან მოიპოვა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რაც არასაიმედო იყო, მაგრამ მაინც დიპლომატიურ გამარჯვებად ჩაითვალა. “პირველად აღმოჩნდა ევროკავშირი დაუყოვნებლივ ისეთი კრიზისის შუაგულში, რომელიც მის კარებთან მიმდინარეობდა. ამ ფაქტმა წაშალა ევროპის ინერტულობის მტკივნეული მოგონება, რომელიც ბალკანეთის ომს უკავშირდება 1990-იანი წლების დასაწყისში” – აღნიშნა იზაბელ ფაკონმა სტრატეგიული კვლევების ფონდიდან.   

ერთადერთი პრობლემა: საფრანგეთის პრეზიდენტისა და დაპირისპირებული მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ეს უკანასკნელები უნდა დაბრუნებოდნენ თავიანთ ძველ, კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებს. რაც არ შესრულდა. პირიქით, მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, საქართველოს ტერიტორია კი დღემდე რჩება ამ ორი რეგიონის გარეშე.

“მდგომარეობა ჩიხშია შესული, აღნიშნავს მარი მენდრასი, პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პედაგოგი და ჩNღშ –ის მკვლევარი. ეს გამოუვალი მდგომარეობა დელიკატურს ხდის ბ. სარკოზის თბილისში ვოიაჟს”. სიტუაციას ამძიმებს ის ფაქტორიც, რომ საფრანგეთმა რუსეთს 2010 წლის დეკემბერში მიყიდა ვერტმფრენების გადამყვანი ორი მისტრალი. “2008 წელს ეს გემები რომ ჰქონოდა მოსკოვს, მისი ჯარები კიდევ უფრო სწრაფად შეიჭრებოდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოში”, განმარტავს გაიდ მინასიანი, კავკასიის სპეციალისტი და ევრაზიის ავტორი. მსოფლიო უსაფრთხოების შუაგულში (Aუტრემენტ, 2011).

ფრანგი დიპლომატები აღიარებული არიან მხარეების მიერ

ასეთ დანაღმულ ტერიტორიაზე საფრანგეთის მოქმედების არეალი თითქოს აზრს მოკლებულია, ან თითქმის. თუმცა ასე არ არის. « პარიზი თანდათანობით აყალიბებს ნამდვილ სტრატეგიას მსოფლიოს ამ კუთხეში, ამბობს გაიდ მინასიანი. ფრანგი დიპლომატები როგორც საქართველოს, სასომხეთისა და აზერბაიჯანის, ასევე რუსეთისა და თურქეთის მხრიდან აღიარებული არიან ღირსეულ პარტნიორებად ». წონასწორობის დაცვა ზოგჯერ შედევრის ტოლფასია, იმდენად რთულია ამ რეგიონის ისტორიული არსი, სადაც ერთმანეთს კვეთს ეკონომიკური, ტერიტორიული და რელიგიური ინტერესები. 

ფრანგებს უჭირავთ “ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლების”, ევროპის დიპლომატიური თანამდებობები, ფილიპ ლეფორი სამხრეთ კავკასიის რეგიონში და საქართველოს კრიზისის დარგში, პიერ მორელი ცენტრალური აზიის რეგიონში. მოსკოვთან და ვაშინგტონთან ერთად პარიზი ასევე ხელმძღვანელობს მინსკის ჯგუფს, რომელსაც ევალება მაღალი ყარაბახის რეგიონის გადაუჭრელი კონფლიქტიდან გამოსავლის ძიება. სასომხეთი და აზერბაიჯანი ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან 1991 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეგიონის დამოუკიდებლობა გამოცხადდა, რასაც მოჰყვა ომი (15000-ზე მეტი გარდაცვლილი და 1 მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი).

სარკოზი აზნავურისა და დევეჯიანის თანხლებით 

ამ სამყაროში, სადაც ყველას ერთმანეთი ყურებით უჭირავს და ერთი ნაპერწკალია საკმარისი კონფლიქტების დასაწყებად, საფრანგეთისთვის მთავარია მშვიდობის შენარჩუნება, მიუთითებს პიერ ტერზიანი, ჟურნალი Pეტროსტრატéგიეს -ის დირექტორი. უკიდურეს შემთხვევაში ფრანგული თანამშრომლობის ყველა პროექტი წყალში ჩაიყრება”. ამდენად, სამფეროვანი ინტერესები სამხრეთ კავკასიაში უფრო და უფრო მატულობს. საფრანგეთი მეორე ინვესტორია სასომხეთში რუსეთის შემდეგ, ისეთი კომპანიების წყალობით, როგორიცაა Pერნოდ-ღიცარდ, Vეოლია, ჩრéდიტ აგრიცოლე (ქვეყნის პირველი ბანკი), ასევე Oრანგე, რომელსაც მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ბაზრის 25%-ზე მეტი უჭირავს. საფრანგეთი, სადაც 500 000-ზე მეტი სომხური ფესვების მქონე ადამიანი ცხოვრობს, ერევნის პარტნიორად ითვლება. ვიზიტის დროს ნიკოლა სარკოზის თან ახლავს დიასპორის 2 წარმომადგენელი, მომღერალი შარლ აზნავური და Hაუტს-დე-შეინე –ის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი, პატრიკ დევეჯიანი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზნები მაინც ბაქოშია. “აზერბაიჯანი ცნობილია თავისი ნავთობით, რაც მსოფლიოს წარმოების 1%-ს შეადგენს. თუმცა უფრო მეტს იმსახურებს თავისი გაზით, განმარტავს პიერ ტერზიანი. 2015 წლიდან შავი ოქროს წარმოება დაიწევს და თანდათანობით ამოიწურება. გაზი კი ახალ პერსპექტივებს გვთავაზობს». უკანასკნელ თვეს, თოტალ-მა განაცხადა გაზის მნიშვნელოვანი აღმოჩენის შესახებ კასპიის ზღვაში, სადაც კომპანია თავისი 40%-ით პარტნიორობას უწევს GDF–ს (20%) და აზერბაიჯანულ კომპანიას შოცარ (40%). ნახშირწყალბადების წყალობით ავტორიტარული რეჟიმის ამ 9 მილიონიან ქვეყანაში ფული ჩქეფს. მრავლდება პროექტებიც... ფრანგული კომპანიები ცდილობენ, მონაწილეობა მიიღონ ბაქოს მეტროს გაფართოებაში, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არასდროს ყოფილა მოდერნიზებული; ასევე მეორე, მესამე აზერბაიჯანული სატელიტის გამოშვებაში – პირველი არიანესპასის მიერ გაიყიდა 2010 წელს.

რუსეთი და რეგიონის ჩრდილოეთი არაა დავიწყებული. წლევანდელ მაისს, დოვილში, პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ჩრდილოეთ კავკასიის განვითარებისთვის თანამშრომლობის საკითხზე. კერძო და სახელმწიფო ინვესტორებისგან წამოსული მინიმუმ 15 მილიარდი ევრო დაიხარჯება ხუთი სათხილამურო კურორტისა და, მოგვიანებით, შავი და კასპიის ზღვების სანაპიროებზე ზღვისპირა კურორტების მშენებლობაზე. რუსეთის ყველაზე არასტაბილური რეგიონის დასასვენებელ ადგილად გარდაქმნა – სწორედ აქ მდებარეობს ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის რესპუბლიკები – სერიოზული გამოწვევაა. კავკასიისთვის საფრანგეთის მიერ გაბედული, მაგრამ სტრატეგიული ფსონია დადებული.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal