საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde, 06/10/2011, პიოტრ სმოლარი

2009 წლის იანვრიდან, ფრანგი ფილოსოფოსის შვილი რჩევებს აძლევს საქართველოს მეთაურს მიხეილ სააკაშვილს. «პარტიზანული ფორმით» ის იცავს კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკას მისი ძლიერი მეზობლებისგან.

რაფაელ გლუქსმანი საკუთარი მამის ნამდვილი შვილია. ამაში მაშინათვე დარწმუნდებით, როგორც კი ჩახედავთ თვალებში ამ 32 წლის მაღალ, მომხიბლავ ახალგაზრდას. Mმის თვალებში ხედავთ იგივე გულწრფელობას, იგივე მიამიტობას. ცინიზმის არანაირი კვალი. სამაგიეროდ, ფილოსოფოსის ღმააზროვნება მის შვილში წარმოდგენილია ნათელი, სხარტი გონებით. ის აღფრთოვანებულია საკუთარი ბედით.

სექტემბრის დასაწყისიდან ანდრე გლუქსმანი ბაბუაა. ბავშვის დედა ეკა ზღულაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა; 33 წლის ასაკში მას ევალება უმნიშვნელოვანესი რეფორმის გატარება: პოლიციის რეორგანიზაცია. ბავშვის მამა - რაფაელი, ხშირად მოგზაურობს. 2009 წლის იანვრიდან ის მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მეთაურის, მაგრამ “უპირველეს ყოვლისა მეგობრის”, მრჩეველია.  მისი მთავარი თემა არის ევროპული ინტეგრაცია. ის ზრუნავს ქვეყნის იმიჯზე. მან მონაწილეობა მიიღო 2010 წლის მაისში ზუგდიდში, აფხაზეთის საზღვართან, გამართული უზარმაზარი კონცერტის ორგანიზებაში იუსუფ ნდურთან, მს სოლაართან და ოჯახის მეგობარ ჯეინ ბირკინთან ერთად.

“რაფაელი ასრულებს დამამშვიდებლის როლს, გვიხნის თბილისში საფრანგეთის ელჩი ერიკ ფურნიე. ის ცდილობს, რომ სააკაშვილს დაანახოს, რომ ევროპა ბალტიისპირეთისა და უკრაინელების გარდა სხვა შრეებისგანაც შედგება. მეორე უცხოელი დამკვირვებელი უფრო მკაცრია შეფასებებში. “ის განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევა. ის ენთუზიაზმს ანთებს, შემდეგ უჩინარდება. და ინტელექტუალურად არ ბრწყინავს.”

საქართველოს პრეზიდენტის გარემოცვაში მეორე ფრანგიც იყო: ტომა ეიმონდ-ლარიტაზი, რომელიც აგვისტომდე იყო მივლინებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, და რომელსაც ხელფასს კე დ’ორსე უხდიდა. ის მიიჩნევს, რომ რაფაელ გლუქსმანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. “სააკაშვილი არ არის one-man-show-ს ტიპაჟი. ის იყენებს ბევრ არხს საკუთარი მესიჯების გასავრცელებლად და ასევე სხვების მესიჯების მისაღებად, ამბობს ლარიტაზი. რაფაელი მას ძალიან კარგად იცნობს და დიდ როლს ასრულებს სააკაშვილის გამოსვლების მომზადებაში. “როგორ დაახასიათებთ რაფაელ გლუქსმანს? ის რომანტიკოსია, ამბობს ლარიტაზი.

ერთმა ფაქტმა ხელი შეუწყო რაფაელის ქართულ ცხოვრებას: მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეცვალა თავისი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება. საკაშვილმა გამოტოვა ერთი, შიძლება ითქვას ორი თაობაც კი და თავის გარშემო შემოიკრიბა ოცდაათი წლის ახალგაზრდები, უმეტეს შემთხვევაში ანგლოფონები, რომლებიც მას მიშათი მიმართავენ და ყოველთვის მისაწვდომები არიან უცხოელი ჟურნალისტებისთვის. “მე სხვა კუთხით დავინახე და აღმოვაჩინე პოლიტიკა, რომელიც უფრო საინტერესოა ვიდრე პოლიტიკური პარტიები საფრანგეთში, გვიხსნის რაფაელ გლუქსმანი. პოლიტიკა, ამ შემთხვევაში უფრო თავგადასავალს გავს.

არაფერი მისი წარსულიდან – არც მისი განათლება, არც პოლიტიკური გამოუცდელობა, არც საერთაშორისო ურთიერთობების არ ცოდნა – არ უწინასწარმეტყველებდა მას ამ თანამდებობის დაკავებას. ამის შემდეგ მისი ცხოვრება ნამდვილი ორომტრიალია. გასულ თვეში ის თან ახლდა მიხეილ სააკაშვილს გაეროში, ნიუ იორკში, შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ვარშავაში. მან ელიზეს დიპლომატიურ მრჩეველთან დამიენ ლორასთან ერთად მოამზადა პრეზიდენტ სარკოზის ვიზიტი თბილისში, რომელიც დაგეგმილია 7 ოქტომბერს. “პარადოქსია, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდაზე ევროპელების პირდაპირ ვზივარ. მე კარგად ვგრძნობ და მესმის თუ რაიმე არ მიდის ისე, როგორც საჭიროა. ევროპელებს ცინიზმის გარკვეული ფორმა აქვთ, ისეთი ახალგაზრდა ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა, და რომლებიც ევროპასა და აშშ-ს აიდეალებენ.

ახალგაზრდობა და იდეალიზმი : ვიზეა საუბარი? საქართველოზე თუ მის ფრანგ მრჩეველზე? « როდესაც პატარა ვიყავი, მთელი ქვეყანა მოდიოდა ჩვენთან სავახშმოდ. რუსები, ავღანელები, ჩეჩნები, ამერიკელები... ამან მე გაქცევის არა, მაგრამ წასვლის სურვილი გამიჩინა». ანრი IV-ს ლიცეუმის შემდეგ, რომელიც პარიზული ელიტის ბუდედ ითვლება, ახალგაზრდა კაცმა არ იცის რა გააკეთოს მომავალში. ის სწავლას აგრძელებს პარიზის პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტში. სწავლის პროცესში ის უარს ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტში ერთი სემესტრით გამგზავრებაზე და მიმგზავრება ალჟირში სტაჟირებაზე 7 თვით ჟურნალისტად გაზეთ "Soir d’Algérie  (ალჟირის საღამოს ამბები)." ალჟირი დანახვისთანავე შემიყვარდა. მე შემეძლო ყველაფრის გაკეთება, რასაც კი მოვისურვებდი. ვაწარმოებდი გამოძიებას ალჟირულ მაფიაზე, რომელიც ისლამისტების ხელში იყო. მე მინდოდა დარჩენა. »

მაგრამ არა. ძველი პროექტი, რომელზეც ადრე ორ ლიცეელ მეგობართან ერთად მუშაობდა, აქტუალური გახდა : დოკუმენტური ფილმის გადაღება რუანდის გენოციდზე. ინსპირაციის საგანი გახდა ფრანგი ჟურნალისტის პატრიკ დე სენტ-ეგზიუპერის გამოძიება, რომელიც საფრანგეთს ბრალს დებდა გენოციდის გამტარებლების მომზადებაში. სამი მეგობარი მიემგზავრება რუანდაში 4 თვით ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. ფილმის სახელია - დახოცეთ ყველა.

ამის შემდეგ გლუქსმანი გეგმავს ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღებას, რომელიც შეეხება რუსეთში 199 წელს მომხარ საიდუმლოებით მოცულ ტერორისტულ აქტებზე და პროვოცირება გაუკეთეს მეორე ომს ჩეჩნეთში. კავკასიის რესპუბლიკა, შიძლება ითქვას, ოჯახური საქმეა. 2003 წელს, გლუქსმანებმა დააარსეს ორგანიზაცია სწავლა საზღვრებს გარეშე. პირველი ახალგაზრდები, რომლებიც ევროპამ მიიღო სწორედ ჩეჩნეთიდან იყვნენ. შემდეგ იყვნენ რუანდელები.

2004 წლის ბოლოს, რაფაელ გლუქსმანს ახალი ფილმის პროექტი აქვს. უკრაინის « ნარინჯისფერი რევოლუცია ». სწორედ კიევში, კარავში ის ხვდება მიხეილ სააკაშვილს. საქართველოს პრეზიდენტი კიევში ჩავიდა « ნარინჯისფერებისთვის » თავისი მხარდაჭერის გამოსახატავად. ამ დროს ახალგაზრდა კაცი ფილმს იღებს ამ დემოკრატიულ ძვრებზე. « ეს იყო ფილმი არსებულ მომენტზე. მე სპონტანურად ვმოქმედებდი იქ მყოფ ხალხთან ». კარავში ძალიან ცხელა. დაორთქლილმა კამერამ ვერ გადაიღო პრეზიდენტი.

პროექტის გამო რაფაელ გლუქსმანი მოგზაურობს თბილისში. ის იქ აღმოჩნდება სწორედ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს. პარიზში მას ურეკავს ოჯახის მეგობარი ბერნარ-ანრი ლევი.  «რაფაელ, საჭიროა რომ ჩვენ იქ წავიდეთ ». პარიზში, მოგზაური ფილოსოფოსის დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნებული სტატიებმა არაერთგვაროვანი გამოძახილი ჰპოვა.

ფილოსოფოსის შვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის დაუჯერებელი მეგობრობა ჩაისახა, რომელიც გაღრმავდა 2008 წლის ომზე სააკაშვილთან საუბრების შედეგად გამოსული წიგნის რედაქტირებისას. სექტემბერში, წიგნზე მუშაობის პროცესში, რაფაელ გლუქსმანი  საქართველოს პრეზიდენტს ღამ-ღამობით ხვდება.  ამ ეპოქაში მას ხშირად შეხვდებოდით ეიფორიულ მდგომარეობაში ძველ თბილისში. «მიშა ყოველთვის გამოირჩეოდა დინამიურობით, მომხიბვლელობით. მე მინდოდა გამეგო, თუ რა დგას ამ ყველაფრის უკან”. 2008 წელს “მე თქვენ თავისუფლებაზე გესაუბრებით” გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა კაცს სურს გახსნას თბილისში ევროპის სახლი. მიხეილ სააკაშვილი მას სთავაზობს შეუერთდეს მის გუნდს.

ამს ელექტროშოკის ეფექტი ქონდა: თავისივე სიტყვები რომ მოვიშველიოთ, რაფაელ გლუქსმანი  გადავიდა “ომის პარტიზანულ ფორმაზე”. საქართველოს ინტერესების დამცველი, საქართველოსი, რომელსაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვით, ჩამოეჭრა თავისი ტერიტორიის 20 პროცენტი, რომელიც გათელესს რუსულმა ჯარებმა, რომელიც მიატოვა თავისმა ამერიკელმა მეკავშირემ. თავის მხრივ, ახალგაზრდა კაცი, მამის ნაკვალევს მიყვება. მტერი ეს არის “კგბ-ს აზროვნება”, რომლითაც მოსკოვის ხელისუფლება დღესაც ხელმძღვანელობს. რა არის დღეს რუსეთი?: დიქტატურა თუ იმპოტენტი სახელმწიფო? ეშმაკსაც წაუღია ზედმეტი კომპლექსურობა! რეალობა აღარ იწვევს თავის ტკივილს, როდესაც კეთილი და ბოროტი მკაფიოდ განსაძღვრულია.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal