საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 06/10/2011, ნატალი ნუგაირედი

«პუტინის ეფექტი» უკვე შეინიშნება რუსების პოზიციაში «არაბულ გაზაფხულთან» მიმართებაში.

შეთანხმებული ილუზიის დასასრული? 2012 წელს კრემლში ვლადიმერ პუტინის მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ 24 სექტემბერს გაკეთებულმა განცხადებამ, რომელიც დაინტერესებულმა და მისმა «პროტეჟე» მედვედევმა გააკეთა, რომელიც პრემიერ მინისტრი გახდება – დასავლეთის კანცელარიები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. დიდი ხნის მანძილზე ნალოლიავები იმედი ახალგაზრდა «მოდერნიზატორი» პრეზიდენტის (მ. მედვედევი) ემანსიპაციის შესახებ, მის მოუმარჯვებელ მასწავლებელთან მიმართებაში, რომელიც ხასიათდება ანტი-დასავლური ტირადებით, უცბად უკვე წარსულად გვეჩვენება.

იმ დროს როდესაც, ნიკოლა სარკოზი ახორციელებს 6-7 ოქტომბერს ტურნეს სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო),  მოსკოვში დაანონსებული სკამების შეცვლა გამოიწვევს ბოლო პერიოდის ისტორიულ პროცესებში გარკვეული ცვლილებების შეტანას. როდესაც ელიზეს მრჩეველს ვკითხეთ მოსკოვში პოლიტიკური გადანაწილების შესახებ და ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ამდენი იმედი იყო დამყარებული პერსონალურ « მეგობარ დიმიტრიზე», მან გვიპასუხა რომ არასდროს არ აკეთებდნენ არანაირ განსხვავებას რუსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ამ ორ პირს შორის. რომ შევაჯამოთ, გამოდის რომ ფსონი მედვედევზე არც არასდროს არსებობდა.

«შეცდომა იქნება იმის ფიქრი, რომ პუტინსა და მდევედევს შორის არსებობს ძირეული განსხვავება», ამატებს ეს წყარო. არსებობს რაღაც განსხვავებული ნიუანსები ამ პიროვნებებს შორის, მაგრამ ქართული კონფლიქტის გადაწყვეტის დროს, ორივე ერთ ტანდემს ქმნიდა (...) გლობალურად, სხვადასხვა საკითხებზე ჩვენ არასდროს შეგვიმჩნევია, რომ მათ სხვადასხვა პოზიციები ქონოდეთ».

ახალგაზრდა რუსი რეფორმატორი პრეზიდენტის იმიჯი, რომელსაც 2009 წლის ბოლოს კე დ’ორსეს ანალიტიკოსები «ახალ გორბაჩოვს ადარებდნენ» ფართოდ იყო მედიატიზირებული. Aამ იმიჯს იყენებდნენ, როდესაც სურდათ რუსეთთან გაძლიერებული სამხედრო თანამშრომლობის არჩევანის გამართლება, რაც გამოიხატა ფრანგული საბრძოლო ხომალდების მისტრალის გაყიდვით, რამაც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. Aან კიდევ, რომ გაემართლებინათ მოსკოვთან განსაკუთრებული, პრივილეგირებული  დიალოგის იდეა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის საკითხებზე, და ეს მიუხედავად 2008 წელს საქართველოში მომხდარი ომისა. ორ სახელმწიფო მეთაურს შორის არსებული მეგობრობა ხაზგასმული იყო 2010 წელს, რომელიც « საფრანგეთ-რუსეთის » წლად იყო აღიარებული.Aამ პოლიტიკურ-კულტურული პროგრამის გადახალისება უნდა მოხდეს 2012 წელს : ე.ი. ეს მოხდება ბატონ პუტინთან.

პუტინის დაბრუნება, გარკვეულწილად ცივი შხაპივითაა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც პარიზში, ასევე ვაშინგტონში, თითოეული ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ « სტრატეგიული პარტნიორობა » და  გადატვირთვა უნდა გაგრძელდეს. მოსკოვში პოლიტიკური გადათამაშების უეცარმა განცხადებამ, რომლის მიხედვითაც ბატონი პუტინი დაუბრუნდება ძალაუფლების სათავეებს, ხელახლა გაუჩინა ევროპელებს საფიქრალი რუსეთთან მიმართებაში, რომლის დიპლომატიაც კვლავ დაძაბულობის ფაზაში შედის.

« პუტინის ეფექტი » უკვე იკვეთება, განსაკუთრებით სირიის დოსიეზე. ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ 4 ოქტომბერს გაეროს რეზოლუციის ტექსტზე დადებული ვეტო. არაბული ამბოხებების ტალღამ ნათლად აჩვენა დასავლეთსა და რუსეთის ძალაუფლებას შორის არსებული ნაპრალი. როგორც ცნობილია, ლიბიაში ნატოს სამხედრო ოპერაციას საწყის ეტაპებზე ვლადიმერ პუტინი « ჯვაროსნულ ლაშქრობას » ადარებდა.

მოსკოვის რკინის კაცმა, უკანასკნელ პერიოდში წამოაყენა  « ევრაზიული კავშირის » იდეა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელიც ნაკლებად მოდის შეესაბამისობაში რუსეთის დაახლოებასთან ევროკავშირსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან.

დასავლელი ლიდერების დღევანდელი ძალისხმევა ხაზი გაუსვან იმას, რომ პუტინი ყოველთვის იმყოფებოდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ცენტრში, გარკვეულად განსხვავდება იმისგან, რასაც ისინი ადრე ამტკიცებდნენ. ძველი ანალიზის შესაბამისად, გადამწყვეტი როლი ზოგიერთ დოსიეზე მედვედევს ეკუთვნის : გაეროში ლიბიაზე მიღებული გადაწყვეტილებები, ან თუნდაც ნატოსთან ანტისარაკეტო ფართან დაკავშირებული თანამშრომლობა.

2010 წლის ბოლოს ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული ამერიკული დიპლომატიური ტელეგრამები უკვე მიუთითებდნენ რუსული ძალაუფლების შიგნით არსებულ პუტინ-მედვედევის თამაშზე, რომელიც პირველ რიგში როლების განაწილებაში გამოიხატება.

მედვედევზე « ფსონის » დადებამ ბარაკ ობამას საშუალება მისცა უკეთ გამიჯნოდა ჯორჯ ბუშის პოლიტიკას, რომელიც 2033-2004 წლებიდან მოყოლებული გამოირჩეოდა თავისი დაძაბულობით. საჭირო იყო თანამშრომლობა ირანის დოსიეზე, ბირთვულ განიარაღებაზე და 2012-ში ობამასთვის მეტად მნიშვნელოვან საკითხზე –ავღანეთზე. გადატვირთვის შემდგომი ეტაპი, რომელიც კონკრეტულად ანტისარაკეტო საკითხებს და ირანის საკითხებს შეეხება, იკვეთება როგორც უფრო რთულად განსახორციელებელი.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა სარკოზიმ ასევე გამოიყენა “ახალი” ფიგურა მედვედევის სახით, რათა დავიწყებას მისცემოდა 2007 წელს მის მიერ გაკეთებული განცხადებები რუსეთში თავისუფლების ხარისხის შეზღუდვისა და ჩეჩნეთში ომით გამოწვეული ნგრევის შესახებ. იმ დროს სარკოზი მკვეთრად გაემიჯნა პუტინს.

2008 წელს საქართველოზე საფრანგეთის შუამავლობამ, რომელიც განხორციელდა მედვედევთან ბუნდოვანი პაქტის გაფორმებით, საფრანგეთი ბოლოს მიიყვანა იქამდე, რომ მან უმეტესწილად თვალი დახუჭა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დარღვევებზე რუსეთის მხრიდან. ბატონ სარკოზისთვის ეს იყო ათვლის წერტილი ორმხრივი დაახლოებისთვის ყველა სფეროში : სამხედრო კონტრაქტები, გაზთან დაკავშირებული შეთანხმებები, თანამშრომლობა G20 –ის ფარგლებში. მაგრამ მოსკოვისგან ყველაფერს უნდა ელოდო. 5 აგვისტოს, ხანგრძლივი სატელევიზო ინტერვიუს დროს, მედვედევმა კითხის ნიშნის ქვეშ დააყენა ქართული ეპიზოდის ფრანგული ოფიციალური ვერსია.

დაარწმუნა თუ არა ბატონმა სარკოზიმ, რომ შეეჩერებინათ თბილისისკენ მიმავალი რუსული ტანკები ? რუსეთის პრეზიდენტის პასუხი : « რა თქმა უნდა არა. (...) ჩვენ არასოდეს გვქონია მიზნად ქალაქების დაპყრობა. რაც სარკოზიმ გააკეთა ეს ძალიან კარგია. ის ჩამოვიდა მოსკოვში. მან მითხრა, რომ სურს გარკვეული როლი ითამაშოს კონფლიქტის გადაწყვეტაში. მე მას ვუთხარი : «  კარგი, შევიმუშავოთ გეგმა ».  შემდეგ მან ჩვენი ინიციატივები მიაღებინა საქართველოს ხელისუფლებას. მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. Mმაგრამ მას არასდროს არ უთქვამს : « თქვენ უნდა გაჩერდეთ აქ ».

ნიკოლა სარკოზი ახორციელებს ვიზიტს კავკასიაში : პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 6 ოქტომბერს მიემგზავრება 2 დღიანი ვიზიტით კავკასიაში. სახელმწიფოს მეთაური ჩადის სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში, სადაც მას უნდა გაძლიეროს თავისი « მშვიდობისმქმნელის » იმიჯი, მოსკოვსა და თბილისს შორის სამი წლის წინ მისი შუამდგომლობით დადებული ორაზროვანი ზავის შემდეგ. Oორი ქვეყანა ერთმანეთს დაუპირისპირდა 2008 წელს საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონზე – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლისთვის.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal