საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Liberation 08.12.2010, ელენ დესპიჩ-პოპოვიჩი

რუსს ოფიცერთან ალიანსში მყოფი ექვსი პიროვნების დაკავების შემდეგ, საქართველო მოსკოვის კვალს ხედავს ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ აფეთქებებში. მაგრამ სიფრთხილის გამო, ევროკავშირის სამიტზე საქართველომ თავი შეიკავა პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისა და პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის დადანაშაულებისაგან და მხარი დაუჭირა მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცერმა ფული გადაუხადა საქართველოს მოქალაქეს ამერიკის საელჩოსა და თბილისის სადგურის ასაფეთქებლად. ჯამში ექვსი აფეთქება მოხდა სექტემბრიდან და ნოემბრის თვის ჩათვლით. ნოემბრის ბოლოს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის აფეთქების დროს დაიღუპა ერთი ქალბატონი.

ეს ფაქტი ვერ გააუმჯობესებს საქართველო-რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ დაძაბულ ურთიერთობებს. მაგრამ გასულ თვეს, საქართველომ ვალდებულება აიღო კონფლიქტის დროს დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალის არგამოყენების შესახებ. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal