საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საფრანგეთში, პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დიპლომატიურ მრჩეველს, ჟან-დავიდ ლევიტს შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბარი შეეხო ასევე საქართველო-ნატოს ურთიერთობებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ISAF-ის ოპერაციაში შეტანილ წვლილს. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე ჩიკაგოს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებზე."ვისაუბრეთ ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე. ასევე ევროპის კავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმზე, რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. განვიხილეთ სიტუაცია ქართულ ეკონომიკაში, ასევე ფრანგული კომპანიების მიერ განხორციელებულ პროექტებზე საქართველოში. ასევე საუბარი შეეხო იმას, თუ რა ქმედითი დახმარება უნდა აღმოუჩინოს საფრანგეთმა საქართველოს, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად გავაგრძელოთ იმ რეფორმების კურსი, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩვენს მეგობრებზე და მოკავშირეებზე", განაცხადა ვაშაძემ.