საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 02/03/2012

 

პარასკევს 2 მარტს, ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონის სამხრეთ ოსეთის გამო შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომ პირველად, რუსეთმა შესთავაზა საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მიესალმა რა ამით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას გაეუქმებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ «რუსეთი ასევე სთავაზობს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას ორ ქვეყანას შორის».

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თავისმხრივ მზადაა უზრუნველყოს, ურთიერთ შეთანხმების ბაზაზე, საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილება, რისთვისაც საჭირო იქნება საქართველოს მხრიდან, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მოგზაურობის დროს.

«შეუძლებელია», პასუხობს თბილისი

სანამ მოსკოვი განაგრძობს ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს «შეუძლებლად» მიაჩნია  რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

«თუ რუსეთს სურს საქართველოს ტერიტორიაზე ჰქონდეს სამი საელჩო, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თავისთავად შეუძლებელი იქნება», განაცხადა საქართველოს საქარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

რუსეთის სამხედრო ბაზები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე

მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის კონფლიქტის დროს შეწყდა, რის შემდგომაც რუსეთმა ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობია აღიარა და სამხედრო ბაზები განალაგა.

უფრო ადრე, 2006 წელს, შპიონაჟში დადანაშაულებული ოთხი რუსი სამხედროს დაკავების შემდგომ, რუსეთმა შეზღუდვები დააწესა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო და საფოსტო მიმოსვლაზე. იმავე წელს, მან აკრძალა ღვინისა და მინერალური წყლის საქართველოდან ექსპორტი, მოქალაქეების ჯანმრთელობაზე სარისკო მოქმედებების საბაბით.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადეს უარი მიხეილ სააკაშვილთან დიალოგის გამართვაზე, მიიჩნევდნენ რა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას 2013 წელს სააკაშვილის მანდატის ამოწურვის შემდგომ.  რუსეთის შემოთავაზება, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ორი დღით ადრე გაკეთდა, რომელშიც სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal