საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები.

2012 წლის 1 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ შექმნილია 45 საარჩევნო უბანი.

ცესკოს ცნობით არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლემბლობა ექნება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ 42 613 საქართველოს მოქალაქეს.

საარჩევნო უბნები არ გაიხსნება რუსეთის ფედერაციაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და  იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

საზღვარგარეთ ყველაზე მეტი (ოთხი) საარჩევნო უბანი გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში; ორ-ორი ათენსა და სალონიკში; თურქეთის რესპუბლიკაში-სამი უბანი: ქ.ანკარაში, ქ.სტამბოლსა და ქ.ტრაპიზონში; ასევე სამი უბანია უკრაინაში: ქ.კიევში, ქ.ოდესასა და ქ.დონეცკში; აშშ-ში ორი უბანი: ქ. ვაშინგტონსა და ქ.ნიუ-იორკში;  ორი უბანი გაიხსნება ესპანეთის სამეფოში: ქ.მადრიდსა და ქ.ბარსელონაში.

საარჩევნო უბნენი გახსნილ იქნება შემდეგ ქალაქებში : ქ. ვენა, ქ.ბაქო, ქ.ვაშინგტონი, ქ.ნიუ-იორკი, ქ.მინკი, ქ.ბრიუსელი, ქ.სოფია, ქ.ბერლინი, ქ.კოპენჰაგენი, ქ.ლონდონი, ქ.ქაირო, ქ.მადრიდი, ქ.ტალინი, ქ.ანკარა, ქ.სტამბოლი, ქ.ტრაპიზონი, ქ.თელ-ავივი, ქ.რომი,ქ.ნიქოზია, ქ.რიგა, ქ.ვილნუსი, ქ.ჰააგა, ქ.ვარშავა, ქ.ბუქარესტი, ქ.ათენი, ქ.სალონიკი, ქ.პარიზი, ქ.ბრატისლავა, ქ.ერევანი, ქ.ტაშკენტი, ქ.კიევი, ქ.ოდესა, ქ.დონეცკი, ქ.ალ-ქუვეითი, ქ.ასტანა, ქ.სტოკჰოლმი,ქ.ბერნი,ქ.პრაღა, ქ.ბარსელონა, ქ.ოტავა, ქ.დუბლინი, ქ.ბუდაპეშტი,ქ.ლისაბონი.

არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა ასევე შესაძლებელია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე:  http://www.cec.gov.ge

Occupied Territories of Georgia

eVISA portal