საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის.

პირველ ეტაპზე მიიღება ორი სტუდენტი სხვადასხვა პროფილით, არასრულ განაკვეთზე. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი. საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

 

I.                    პირველი პროფილი - New-Media - საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების მართვა (საელჩოს საიტზე ინფორმაციის განახლება და განთავსება. Facebook - ისა და Twitter -ის მენეჯმენტი. ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის).

 

II.                 მეორე პროფილი - სამდივნო ფუნქციების შესრულება (კორესპონდენციის წარმოება და რეგისტრაცია, სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაცია, წერილების შედგენა).

მსურველებმა მოგვმართეთ ა.წ. 07 ივნისს 18.00 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ სასწავლო პრაქტიკა სავარაუდოდ დაიწყება მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები : სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი, დასრულების თარიღი განისაზღვრება გასაუბრების ფარგლებში), CV, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, საფრანგეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, თუ ჯერ დიპლომი არ აგიღიათ, სტუდენტის ბილეთის ასლი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე : ambassade.georgie@mfa.gov.ge (საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ). კანდიდატებს, რომელთაც გასაუბრებაზე დავიბარებთ, თან უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.

 

გისურვებთ წარმატებებს !