საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

როგორც მოგეხსენებათ 2013 წლის ოქტომბრის თვეში იგეგმება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები.

აღნიშნულ არჩევნებში, მონაწილეობის მიღება/ხმის მიცემა შეეძლება საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს იმ მოქალაქეს, ვინც იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და გადაამოწმოთ თქვენი საკონსულო აღრიცხვა ქ. პარიზში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურში, ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს, უქმე დღეების გარდა, 10 საათიდან 13 საათამდე, ტელეფონის ნომერზე + 33145021107.

 

აქვე გაცნობებთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების პირობებს.

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების განსახორციელებლად წარმოდგენილი  უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება-ანკეტა;

ბ) თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) 3 ფოტოსურათი (ზომა 3X4 სმ). ფოტოსურათის წარმოუდგენლობა არ შეიძლება იყოს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.

საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ დამატებით უნდა წარმოადგინოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთი უფლების არსებობის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების უარის თქმის მიზეზი.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, საკონსულო სამსახურს საფოსტო გზავნილის მეშვეობით მიაწოდოს ზემოაღნიშნული დოკუმენტები (მის: 104, Av. Raymond Poincaré, 75116 Paris, France).

Occupied Territories of Georgia

eVISA portal