საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართულ-ფრანგული დღეების მე-11 გამოშვება

19 ოქტომბერს ლევილის მერიის, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტისა და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ტრადიციული ფრანგულ-ქართული საღამო გაიმართა. ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი ლევილის მერიასთან ერთად ღონისძიებას უკვე მეთერთმეტედ ატარებს. წლევანდელი საღამოს მთავარი თემა იყო „საფრანგეთი 1940 წელს და საქართველო 1921 წელს - ორი ისტორიული მომენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.ღონისძიებას საპატიო სტუმრის ამპლუაში ესწრებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც მოხსენებაში 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის სამართლებრივ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. საღამოზე მოეწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, დიასპორის სამინისტროსა და ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მიერ გამოცემული 1921 წლის კონსტიტუციის პრეზენტაცია. სიმბოლურია, რომ ღონისძიება 90 წლის წინ, თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შეძენილი მამულის სიახლოვეს, ლევილის კულტურის სახლში გაიმართა. ფრანგულ-ქართული საღამოს სტუმრები იყვნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მერი და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის წევრები, საელჩოს, ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ლევილის მოსახლეობა. @ საკონსტიტუციო სასამართლო

Occupied Territories of Georgia

eVISA portal