საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე არ გაიარეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, მოხსნილები არიან რეგისტრაციიდან და სამწუხაროდ, მოქმედი კანონმდებლობა მათ არ აძლევს 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას. მოქალაქეებს, რომელთაც მიიღეს მსგავსი შინაარსის შეტყობინება, დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ცხელ ხაზზე +995 32 251 00 51;