საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

დღეს, 5 ნოემბერს საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბ-ნი ირაკლი ალასანია, რომელიც შეხვდება თავის ფრანგ კოლეგას, ჟან-ივ ლედრიანს. შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივ სამხედრო თანამშრომლობას და სხვა აქტუალურ საკითხებს. ასევე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან და თავდაცვის საკითხების ფრანგ სპეციალისტებთან. ასევე დაგეგმილია პირდაპირი ეთერი ფრანგული საინფორმაციო ტელეარხის France 24-ის ინგლისურენოვან საინფორმაციო გამოშვებაში, შეხვედრა Marianne-ის, Liberation-ის და L'Expresse-ის ჟურნალისტებთან და მონაწილეობა ტრიუმფალური თაღის ცეცხლის გაღვივების ცერემონიალში.