საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის ერთ-ერთი თემა ვილნიუსის და 2014 წლის ნატოს მომავალი სამიტების მნიშვნელობაც იყო. 

ირაკლი ალასანიამ თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წევრებს თავდაცვის უწყებაში გატარებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს სამხედრო სფეროში თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა მომავალში ორმხრივი ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს. 

ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ალასანია ფრანგ კოლეგას ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდება. დაგეგმილია ასევე, შეხვედრები შეიარაღების გენერალურ დირექტორატში საფრანგეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან, ერიკ ფურნიესთან.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal