საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

UNESCO-ს გენერალურმა კონფერენციამ 2014-2015 წწ-ის ღირშესანიშნავ თარიღთა სიაში აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლის იუბილე შეიტანა

2013 წლის 20 ნოემბერს ქ. პარიზში დასრულდა UNESCO-ს გენერალური კონფერენციის 37-ე სესია.გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა ორგანიზაციის 2014-2021 წლების სრატეგია, პროგრამა და ბიუჯეტი. სესიის ფარგლებში ჩატარდა არჩევნები ორგანიზაციის მმართველ და დამხმარე ორგანოებში. საქართველო მეორე ვადით (2013-2017წწ.) გახდა UNESCO-ს ბიოეთიკის მთავრობათაშორისო კომიტეტის (IGBC) წევრი. გენერალურმა კონფერენციამ დაამტკიცა იმ ღირშესანიშნავ თარიღთა სია, რომლებიც 2014-2015 წლებში აღინიშნება UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით. ამ საიაში შეტანილია საქართველოს მიერ წარდგენილი საიუბილეო თარიღიც: -„აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე“, რომელიც აღინიშნება 2015 წელს. გენერალური კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიღო საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანბელობდა. მაია ფანჯიკიძე ამა წლის 11 ნოემბერს სიტვყით გამოვიდა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე. ამასთანავე, გენერალური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა მაია ფანჯიკიძის შეხვედრა UNESCO-ს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან.