საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთა საყურადღებოდ!


I.                    პირველი პროფილი - სამდივნო ფუნქციების შესრულება (კორესპონდენციის წარმოება და რეგისტრაცია, სატელეფონო ზარებზე პასუხი და კონსულტაცია, წერილების შედგენა). სტაჟის დასაწყისი  - 2014 წლის თებერვლი.

II.                 მეორე პროფილი - კომუნიკაციები და New-Media - საინფორმაციო საშუალებების და სოციალური ქსელების მართვა.
ძირითადი ფუნქციები: საელჩოს საიტზე ინფორმაციის განახლება, თარგმნა და განთავსება(არ მოითხოვს IT ცოდნას ); Facebook - ისა და Twitter -ის გვერდების მენეჯმენტი.
მთავარი მოთხოვნა: ფრანგული და ქართული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის). სტაჟის დასაწყისი 2014 წლის მარტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები : სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი, დასრულების თარიღი განისაზღვრება გასაუბრების ფარგლებში), CV, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, საფრანგეთში უმაღლესი განათლებისის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, თუ ჯერ დიპლომი არ აგიღიათ, სტუდენტის ბილეთის ასლი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე : ambassade.georgie@mfa.gov.ge (საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ). კანდიდატებს, რომელთაც გასაუბრებაზე დავიბარებთ, თან უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 27 დეკემბრი (18.00 საათამდე)

გისურვებთ წარმატებებს !

Occupied Territories of Georgia

eVISA portal