საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფულის ერთეული და საბაჟო

ფულის ერთეული:

საფრანგეთში ოფიციალურ ვალუტას წარმოადგენს ევრო და ანგარიშწარმოება ხორციელდება მხოლოდ ევროში.


საბაჟო შეზღუდვები:

გარკვეული სახის პროდუქცია ექვემდებარება საბაჟო შეზღუდვას ან აკრძალვას


აკრძალული ნივთები:

  • პედოფილიური სახის პროდუქცია და საგნები;

  • საშიში ნივთიერების შემცველი პროდუქცია(ტყვიის და ნიკელის შემცველი);

  • საწოვარა ბოთლი რომელიც შეიცავს ბისფენოლ ა-ს (ასევე აკრძალულია საფრანგეთში გაყიდვა);

  • ფსიქოტროპული წამლები რეცეპტის გარეშე;


აკრძალული ცხოველები და მცენარეები:

  • შინაური ცხოველები (ძაღლები, კატები) საბუთების და ცოფის აცრის გარეშე;

  • საბრძოლო ძაღლები;

  • კატის ან ძაღლის ტყავი ან ბეწვი ან პროდუქცია, რომელიც მას შეიცავს;

  • გარკვეული სახეობის მცენარეული პროდუქცია, რომლიც, თავის მხრივ შეიძლება იყოს ფლორისთვის სახიფათო, მავნე ორგანიზმების მატარებელი.


შენიშვნა: ქვეყანაში შესვლამდე, საჭიროა მოიძიოთ ინფორმაცია საფრანგეთის საბაჟო კანონმდებლობის და რეგულაციების შესახებ