საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სად ხდება ტუბერკულიოზის მკურნალობა საქართველოში?

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრში, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ტუბერკულოზის კონტროლის სათაო დაწესებულებას და შეიმუშავებს, ახორციელებს და მართავს ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამას. პროგრამის საბოლოო მიზანია საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელების შემცირება. 

საქართველოში ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის გამოკვლევა და ტუბდაავადებულის მკურნალობა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით უფასოა. 

ცენტრში შესაძლებელია შემდეგი სახის მომსახურების მიღება: 

-დიაგნოზირება, 

-მკურნალობა-კონსერვატიული და ქირურგიული 

-ტუდაავადებულის ოჯახის წევრთა გამოკვლევა და პრევენცია. 

მომსახურების ობიექტი შეიძლება იყოს მხოლოდ ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილის კოდის მქონე პირი და ტუბდაავადებული. შესაბამისი კოდების მინიჭებას ახორციელებს ფთიზიატრი. 

მომსახურება ხორციელდება პაციენტისათვის მინიჭებული კატეგორიის შესაბამისი გამოკვლევისა და მკურნალობის სტანდარტული სქემით. 

საჭიროების შემთხვევაში(თანმხლები დაავადება, გართულება და სხვა) დასაშვებია ზესტანდარტული გამოკვლევა და მკურნალობა, რომლის საფასურიც სტანდარტით გათვალისწინებული არ არის. 

 

ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა

საქართველოში ტუბერკულოზთან ბრძოლა ხორციელდება DOთშ სტრატეგიით. ცენტრის საქმიანობას განსაზღვრავს  ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც იქმნება 4 წელიწადში ერთხელ და მოიცავს ქვეყანაში ტუბერკულოზის კონტროლის ყველა მიმართულებას. 

ცენტრი ფუნქციონირებს 2001 წლიდან და შექმნილია რეორგანიზაციის შედეგად, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ს/კ ინსტიტუტის, ქალაქის ტუბერკულოზის საავადმყოფოს და საქართველოს რკინიგზის ტუბსტაციონარის ბაზაზე. ამჟამად ცენტრი წარმოდგენილია ადმინისტრაციული, სადიაგნოზო  და სამკურნალო ნაწილებით. 2009 წლის აგვისტოდან ცენტრს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი –იაგორ კალანდაძე.  

 

ცენტრი განლაგებულია ქ. თბილისში, მარუაშვილის # 50. ტელ 91-02 -51; 91-02-52, 91-04 -67, 91-19-26. ფაქსი 91-19-41.  

იხილეთ ვებ –გვერდი