საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde.fr avec Reuters

სამშაბათს, 21 იანვარს საქართველომ  დაადანაშაულა რუსეთი, საზღვრების გადმოწევაში  და საკუთარი ტერიტორიის გაზრდაში აფხაზეთში, იმ სეპარატისტულ რეგიონში რომელიც მოსკოვმა 2008 წელს აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

ქართველმა დიპლომატებმა დააზუსტეს რომ, რუსულმა მთავრობამ გადმოწია საზღვარი საქართველოსთან 11 კმ-ით აფხაზეთის ტერიტორიის შიგნით.აღნიშნული ინიციატივა აღიქმება, როგორც არაკანონიერი, რადგან არღვევს საქართველოს სუვერინიტეტს.

2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის  შემდეგ თბილისსა  და მოსკოვს აღარ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა ისიც ,რომ არ გააგზავნიდა პოლიტიკურ დელეგაციას სოჭის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე, თუმცა მიუხედავად ყველაფრის  საქართველომ გადაწყვიტა არ გამოეცხადებინა ბოიკოტი სპორტული შეჯიბრებისთვის.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოითხოვს რუსეთის ფედერაციიისგან დაასრულოს პროვოკაციული პოლიტიკა საქართელოსთან მიმართებაში და დაიცვას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმებით განსაზღვრული საერთაშორისო ვალდებულებები“.

“საქართველოს ტერიტორიული  მთლიანობა არის ის“ წითელი ხაზი “, რომელსაც თბილისი არასოდეს გადალახავს მოსკოვთან ურთიერთობაში“ აღნიშნა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

 

რუსეთის ხელისუფლებას  პირდაპირი პასუხი არ გაუცია   ქართული მხარის ბრალდებებზე, თუმცა  საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უბრალოდ  აღნიშნა ,რომ მისი ქვეყანა არ დაუბრუნდება- აფხაზეთისა და სამხრეთის ოსეთის , ორი სეპარატისტული რეგიონის,დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნობის  გადაწყვეტილებას.