საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვა

 

 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში  ვიზიტის დროს.

 

CIC - Banque Transatlantique 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT)  და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი)   თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. იკრძალება სხვა პირისთვის საბანკო ანგარიშის გადაცემა და  თვითნებურად თანხების გადმორიცხვა.

 

 

 

 

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა დადაურთეთ შემდეგი დოკუმენტები:

1. წერილობითი განცხადება ხელმოწერილი (იხილეთ დანართი ქვემოთ)
2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

• ფასი 10,00€

 

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში კონვერტი აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ დაზღვეული ფოსტით, აგრეთვე თქვენს საბუთებს უნდა დაურთოთ საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი, რომელზეც ეწერება თქვენი საფოსტო ზუსტი მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტი უკან დაგიბრუნდებათ. აღნიშნული საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:


Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris

 

საკონსულოში წარდგენის შემთხვევაში:

1. ანკეტას ავსებთ ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ ჩანიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით. საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.

 



დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს

შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 0ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე