საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

როგორ ჩავასწოროთ 2009 წლის 1 იანვრამდე გაყალბებული/მცდარ მონაცემებზე შედგენილი დოკუმენტები 2014 წლის 31 დეკემბრამდე?

თუ, 2009 წლის 1 იანვრამდე თქვენს პირად საბუთებში სხვადასხვა მიზეზით შეტანილი გაქვთ ყალბი ან არასწორი მონაცემები, საშუალება გეძლევათ გამოასწოროთ შეცდომა 2014 წლის 31 დეკემბრამდე, ისე, რომ არ დადგეს თქვენი პასუხისმგებლობის საკითხი.

ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების აღდგენაზე საზოგადოების მოთხოვნის გათვალისწინებით, გამოცხადდა ამნისტია და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდნენ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია: საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში გასაცემი სხვა ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესაბამისი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან და შეძენასთან (2009 წლის 1 იანვრამდე).

იმისათვის, რომ მოქალაქემ ისარგებლოს ამ უფლებით, მან განცხადებით უნდა მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

განცხადების განხილვისა და დასკვნის გამოცემის საერთო ვადა - 20 სამუშაო დღე.