საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ!

ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველოში ახორციელებს პროექტს "ქართველ ემიგრანტთა როლის გაძლიერება სამშობლოში". პროექტის ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ქართული დიასპორის მონაწილეობის წახალისებაა.

მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილია დიასპორებიდან ბიზნესმენების, მსხვილი კომპანიების საშუალო და მაღალი დონის მენეჯერების მოწვევა და საქართველოს რეგიონებში წარმოდგენილი ბიზნესისა და რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლებების მონაწილეობით ბიზნეს ფორუმის ორგანიზება გამოცდილების გაზიარების, პარტიორობისა და ახალი ინიციატივების ხელშესაწყობად.ბიზნეს ფორუმის მიმართულებები შეესაბამება ქვეყნის რეგიონული განვითარების პრიორიტეტებს. პროექტისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია:

1. ლოგისტიკური ცენტრები 

2. სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობები 

3. საკონსერვო-გადამამუშავებელი საწარმოები

4. სათესლე და სანერგე მეურნეობები 

5. სასათბურე მეურნეობები

6. მესაქონლეობა

7. რეკრეაციული და კულტურული ტურიზმი

8. სამშენებლო მასალები

 

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ამ ან მომიჯნავე სფეროებში არიან დასაქმებულნი საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე, ან გააჩნიათ საკუთარი საწარმოები, და სურვილი აქვთ მიიღონ მონაწილეობა ბიზნეს ფორუმში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ:

ვარლამ ჭკუასელი, მიგრაციის პროგრამის მენეჯერი

Tél: +995 32 2230659

Mob: +995 599 212713

ელ-ფოსტა: varlam.tchkuaseli@drc-sc.org

სკაიპი (skype): varlam.tchkuaseli 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal