საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია/GYLA და მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი/CIPDD ახორციელებენ ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ქვეყნებში ქართული დიასპორის წევრებს შორის საქართველოში 2-3 დღიანი ტრენინგების ჩასატარებლად შეირჩევა პროფესიონალი ქართველი ემიგრანტები შემდეგ სფეროებში:

• სოფლის მეურნეობა - ფერმერული მეურნეობის სპეციალისტი და მენეჯერი

• ვაჭრობა, წარმოება, ტურიზმი - გაყიდვების მენეჯერები (საცალო, საბითუმო ვაჭრობა, რესტორნებისა და სასტუმროები, კვების წარმოება)

• ინფრასტრუქტურა - არქიტექტორები, ქალაქების/სატრანსპორტო კვანძების

სპეციალიტ-პროფესიონალები (შენობების/ნაგებობების, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაპროექტება), სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრები (ხიდების, გზების, არხების, მილსადენების, საკანალიზაციო და წყალდიდობისაგან დამცავი სისტემების, სამრეწველო ნაგებობების დაპროექტება და კონსულტაციება)

მსურველებმა შემდეგ მისამართზე migration@cipdd.org უნდა გამოაგზავნონ:

• CV

• 2-3 დღიანი ტრენინგის პროგრამის თემატიკა (ქართულ ენაზე)

• რეკომენდატორების სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია


პროექტის გუნდი დაუკავშირდება შერჩევის შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს და გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს ტრენერებს. ტრენინგის პროგრამის განვითარებისა და ჩატარებისთვის გათვალისწინებულია ჰონორარი. პროექტი ასევე დაფარავს ტრენერების საქართველოში ჩამოსვლის ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით migration@cipdd.org;ტელ: +995 5 93 36 28 38 / +995 5 77 07 05 21

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal