საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერისა და ლორან ფაბიუსის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან

2014 წლის 24 აპრილს გაიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების, ფრანკ-ვალტერ შტაინმერისა და ლორან ფაბიუსის ოფიციალური ერთობლივი ვიზიტი საქართველოში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის დროს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და მისი შემდგომი იმპლემენტაციის საკითხს. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მთავრობის მიერ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გატარებული კურსის ეფექტურობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწერება არაუგვიანეს 2014 წლის ივნისისა. ევროპელმა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების კურსს და აღუთქვეს ინტენსიური დახმარება მისი შემდგომი რეალიზების საკითხში.

ვრცლად იხილეთ აქ: