საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩო საფრანგეთში FICEP-ის წევრი გახდა!

საფრანგეთში საქართველოს საელჩო პარიზში კულტურული ინსტიტუტების ფორუმის   (FICEP) წევრი გახდა. ეს არის ასოციცია, რომლის წევრებიც არიან 51-მდე პარიზში წარმოდგენილი ქვეყნების, ან ეთნიკური ჯგუფების (მაგ.ქურთები), რეგიონების (მაგ.ანატოლია) კულტურული ინსტიტუტები/ცენტრები, ან საელჩოები (თუ ცალკე ინსტიტუტი არ აქვთ, მაგ. ესტონეთის საელჩო); ასევე სხვადასხვა პარტნიორები და კერძო ფონდები, რომლებიც აფინანსებენ ასოციაციას საფრანგეთის კულტურის სამინისტროსთან ერთად. ფორუმის მიზანია გააერთიანოს და დააკავშიროს ერთმანეთთან პარიზში წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნების კულტურულ ცენტრები და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას და საერთო ინტერესების მქონე პროექტების განხორციელებას; წაახალისოს მრავალმხრივი კულტურული დიალოგი, ასევე წარმოადგინოს მისი წევრები სხვადასხვა დიდი და მრავალმხრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე და გააკეთოს ყველაფერი მისი წევრების მიზნების შესასრულებლად.

ფორუმი წელიწადში ოთხ დიდი ღონისძიებას აწყობს, ორს გაზაფხულზე და ორს შემოდგომაზე. ესენია უცხოური ფილმების კვირეული (Semaine des cinémas étrangers à Paris), ლიტერატურული ღამე (La nuit de la littérature), Jazzy Colours და უცხოური კულტურების კვირეული (Semaine des cinémas étrangers à Paris), რომელიც ტრადიციულად ეწყობა სექტემბრის ბოლო კვირას.

1. უცხოური ფილმების კვირეული პარიზში /Semaine des cinémas étrangers à Paris/მარტი

ეს არის კვირეული, რომლის ფარგლებშიც ფორუმის წევრი ქვეყნები აჩვენებენ თავიანთი ქვეყნის კინომატოგრაფიული ნამუშევარს. წელს ჩატარდა ამ კვირეულის პირველი გამოშვება და მასში თექვსმეტმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. კვირეული ტარდება კონკრეტული თემის ირგვლივ, წლევანდელი კვირეულის თემა იყო "სიყვარული ომის დროს" და მის ფარგლებში ესტონეთის საელჩომ უჩვენა ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები".

2. ლიტერატურული ღამე/La nuit de la littérature/მაისი-ივნისი

"ლიტერატურილი ღამე" წელს მეორედ ჩატარდება და მისი კონცეპტი შემდეგია: პარიზის ერთ კონკრეტულ უბანში, სხვადასხვა ადგილებზე ერთდრულად, ყოველ საათში ერთხელ ხდება მსახიობების მიერ სხავდასხვა ქვეყნის მწერლების/პოეტების/დრამატურგების ნაწარმოებების კითხვა ფრანგულ ენაზე. კითხვა გრძელდება 20 წუთი და მეორდება ყოველ ერთ საათში ერთხელ. კითხვას ესწრება მწერალი და/ან თარჯიმანი. ყოველი წაკითხვის შემდეგ, მაყურებელს, რომელიც თავისი სურვილით არჩევს მისი გადაადგილების მარშრუტს, საშუალება ეძლევა გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორების შემოქმედებას და პირადად შეხვდეს მათ.  პროგრამაშია: პოეზია, რომანი, დეტექტივი,  პიესა და სხვა.. ლიტერატურული ღამის იდეა ჩეხეთს ეკუთვნის, პრაღაში ასეთი ღამეები ტარდება 2006 წლიდან მოყოლებული. ეს იდეა აიტაცა ბევრმა ევროპულმა ქალაქმა და შარშან, მათ პარიზიც შეუერთდა. 2013 წლის გამოშვება წარმატებული აღმოჩნდა და მასზე ბევრი ადამიანი მოვიდა.

ლიტარატურულ ღამეში წარმოდგენეილი შეიძლება იყოს მხოლოდ ბოლო პერიოდში ფრანგულად თარგმნილი და გამოცემული ნაწარმოები.

3. უცხოური კულტურების კვირეული/Semaine des Cultures Etrangères/სექტემბრის ბოლოს კვირა

კვირეული იმართება სექტემბრის ბოლოს კვირას და მის ფარგლებში Ficep-ის წევრები აწყობენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ერთი კონკრეტული თემატიკის ირგვლივ. პროგრამაშია თეატრი, მუსიკა, ცეკვა, კინო ჩვენებები, გამოფენები, დებატები. 2014 წლის გამოშვების თემატიკაა "გასტრონიმია". ეს კვირეული გამოირჩევა განსხვავებული ღონისძიებებით, რომელიც ყველა პუბლიკაზეა გათვლილი. ამ კვირეულის ფარგლებში ყურადღება ეთმობა აგრეთვე ქვეყნების ენების წარმოჩენას და ეწყობა გასაცნობ-შემეცნებითი ატელიეებით და აგრეთვე გათვალისწინებული სპეციალური პროგრამა ახლაგზარდა პუბლიკისთვის.

4. JazzyColors/ოქტომბერი-ნოემბერი

ამ ღონისძიების კონცეპტი მარტივია, გააცნონ პუბლიკას თავიანთი ქვეყნის ჯაზის საუკეთესო წარმომადგენლები და იგი ტარდება დევიზით: ხარისხი, ორიგინალურობა, ინოვაცია. 2002 წლიდან მოყოლებული JazzyColors სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მისი მეთერთმეტე გამოშვებისთვის უკვე მოხერხდა 25 კონცერტის ჩატარება სხვადასხვა კულტურულ ცენტრებში.

FICEP-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად,იხილეთ მისი ინტერნეტ საიტი.

პარიზში კულტურული ინსტიტუტების ფორუმის პირველი ღონისძიება, რომელშიც საქართველოს საელჩო მიიღებს მონაწილეობას არის ლიტერატურული ღამე