საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს შესახებ ქ.ლიონში

მიმდინარე წლის 13 მაისს საფრანგეთში საქართველოს საელჩომ ქ. ლიონის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში გამართა კონფერენცია თემაზე - საქართველოს ეკონომიკა და საინვესტიციო გარემო, რომელსაც ესწრებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, საქართველოთი დაინტერესებული კომპანიის წარმომადგენელები.

დამსწრეებს წარედგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და პოტენციური ინვესტორისთვის საინტერესო, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული დარგები - ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, უძრავი ქონება, მრეწველობა, ინფრასტრუქტურა, ლოჯისტიკა. მოხსენების შემდგომ გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა. კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც აქვთ რეგიონში მოღვაწეობის გამოცდილება,  საკუთარი პოზიტიური მაგალითებით დაახასიათეს საქართველოში ბიზნესის კეთების გარემო.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal