საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1918 წლის 26 მაისის აღნიშვნა ლევილის მამულში

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ქალბატონი ეკა სირაძე-დელონე და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ ქ.ლევილში ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეათე ღონისძიებას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს ეძღვნებოდა. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე ქ. ლევილის მერი, ბატონი ერიკ ბრევი და INALCO-ს პროფესორი შარლ ურიევიჩი.

ღონისძიების მონაწილეებმა თაიგულით შეამკეს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრთა საფლავები.  ქართული სადილის შემდეგ, დამსწრეებს სიტყვით მიმართა პროფესორმა შარლ ურიევიჩმა.   ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ბოლო სიახლეები, რაც ლევილის მამულს უკავშირდება, როგორიცაა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ  ლევილის წიგნების და ჟურნალ-გაზეთების ინვენტარიზაცია. ასევე აღინიშნა, რომ ნოე ჟორდანიას ინსტიტუტმა აამუშავა ინტერნეტ გვერდი, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ამომწურავი ინფორმაცია 1924 წლის აჯანყების შესახებ. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს 2011 წელს გაფორმებული მემორანდუმის შესახებ, რომელიც წელს ახალ, უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა და რეალური მოქმედებების იმედს იძლევა. 

 

                                                            

Occupied Territories of Georgia

eVISA portal