საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩოში სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთა საყურადღებოდ!

 

საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს შემოდგომაზე სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის, არასრულ განაკვეთზე. სასწავლო პრაქტიკის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. სასწავლო პრაქტიკა არ არის ანაზღაურებადი. საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

ძირითადი მოთხოვნა, ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის.

მსურველებმა მოგვმართეთ ა.წ. 31 ივლისის 18.00 საათამდე. გაითვალისწინეთ, რომ სასწავლო პრაქტიკა სავარაუდოდ დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან;

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები : სამოტივაციო წერილი (მიუთითეთ სასწავლო პრაქტიკის დაწყების თქვენთვის სასურველი თარიღი, დასრულების თარიღი განისაზღვრება გასაუბრების ფარგლებში), CV, საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი, საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, საფრანგეთში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, თუ ჯერ დიპლომი არ აგიღიათ, სტუდენტის ბილეთის ასლი.

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე : ambassade.georgie@mfa.gov.ge (საბუთების მიღებას ელექტრონული ფოსტითვე დაგიდასტურებთ). კანდიდატებს, რომელთაც გასაუბრებაზე დავიბარებთ, თან უნდა იქონიონ ერთი ფოტოსურათი.

გისურვებთ წარმატებებს !

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal