საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შესახებ პრეზენტაცია კლუბში Carrefour Dauphine

 

8 სექტემბერს გაიმართა ვახშამი საქმიან კლუბში - Carrefour Dauphine, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. მისი პრეზიდენტის, სოფი ვალეტის, მოწვევით საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკატერინე სირაძე-დელონემ, ვრცელი პრეზენტაცია გააკეთა ჩვენი ქვეყნის შესახებ.

ვახშამს ესწრებოდა აღნიშნული საქმიანი კლუბის 30-მდე წევრი, რომლებიც სხვადასხვა სფეროში (მათ შორის - იურიდიული მომსახურება, კონსალტინგი, კომუნიკაცია, უძრავი ქონება, არქიტექტურა, ვაჭრობა) წარმატებულად მოღვაწეობენ, არიან დაინტერესებულნი საქართველოთი და ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონით.

ელჩმა ვახშმის მონაწილეებს მოკლედ გააცნო საქართველოს კულტურა, ისტორია, ისაუბრა ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკაზე. დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოსა და პრიორიტეტული დარგების შესახებ, ასევე, იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა.

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა აზრთა ურთიერთგაცვლა საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისა და ქვეყანაში საივესტიციო შესაძლებლობების ირგვლივ. ვახშმის მონაწილეთა შორის გავრცელთა საქართველოს შეახებ საინფორმაციო დოკუმენტაცია.