საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ზღაპრების კითხვა პარიზში

 

21 სექტემბერს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, პარიზის პატარა თეატრმა Vieille la Grille ქართული ზღაპრების კითხვას უმასპინძლა. ზღაპრები ადაპტირებული იქნა ქართული წარმოშობის ფრანგი მწერლის, ქეთევან დავრიშევის და გამოცემული ცნობილი საბავშო გამოცემის L'Ecole des loisirs მიერ.

ზღაპრების კითხვა ჩატარდა პარიზის უცხო ქვეყნების კულტურათა კვირეულის ახალგაზრდა პუბლიკისთვის გათვალისიწინებული პროგრამის ფარგლებში, რომლის ორგანიზატორიც არის უცხოური კულტურული ინსტიტუტების ფორუმი პარიზში (FICEP) და რომლის მიზანიცაა პატარა პუბლიკას მისთვის მისაღები და საინტერესო ფორმით გააცნოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები.

ზღაპრებს კითხულობდა ფრანგი თეატრის მსახიობი ჟული გოზლანი, რომელმაც ერთი საათით ბავშვები (და მათი მშობლები) დევების, წიქარას და ნაცარქექიას სამყაროში ამოგზაურა. სპექტაკლის დასასრულს მაყურებელმა ქართული ფელამუში და სხვა ტკბილეულობა დააგემოვნა.