საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ

france/MFA_1.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.

აღნიშნული ტრაგედია, ისევე როგორც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირის თავდასხმა კანადელ სამხედროებზე 20 ოქტომბერს კვებეკში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას, და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრობლემის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლისათვის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

საქართველოს საგარეო უწყება სოლიდარობას უცხადებს კანადის მთავრობასა და კანადელ ხალხს.

თბილისი, 2014 წლის 23 ოქტომბერი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal