საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანგულ-ქართული დღის მე-12 გამოშვება ლევილში

შაბათს, 8 ნოემბერს, ქალაქ ლევილში, უკვე მეთორმეტედ გაიმართა ფრანგულ-ქართული დღე, რომელის მთავარი ორგანიზატორიც არის ქართული ასოციაცია - ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი. ფრანგულ-ქართული დღეები ჩატარდა, სხვადასხვა ქართული ასოციაციების, "ქართული კერა", "ლაზი", "ქართველ ხალხთან მეგობრობის ქართული ასოციაციის", და ასევე საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.

წლევანდელი გამოშვება 1924 წლის ეროვნულ აჯანყებას მიეძღვნა, რომლის 90-ე წლისთვის აღსანიშნავი მემორიალური დაფაც გახსნა ქ.ლევილის მერმა, ერიკ ბრევმა. დღესასწაული დაიწყო საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღის შესახებ პატარა კონფერენციით. ფრანგულ-ქართულ დღეს ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკა სირაძე-დელონე და დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი. ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები.

წლევანდელ გამოშვებაში ქართულმა ასოციაციამ, "ლაზი",  ქართული  ტრადიციული ცეკვისა და სიმღერის კონცერტი შესთავაზა სტუმრებს. საღამოს კი, ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორის, ოთარ იოსელიანის ფილმი, "იყო შაშვი მგალობელი". დღესასწაული დასრულდა ქართული ღვინის და კერძების დეგუსტაციით.

france/programme2014.jpg

france/1658484_781435855236144_6870606954520541784_o.jpg

france/10454952_781435555236174_8883750488558950030_o.jpg

france/10644620_781435695236160_7454455218428612971_o.jpg