საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭო, მინისტერიალი და სამიტი ქ.დაკარში

france/1492645_900815476608884_1510204056877018974_o.jpg

2014 წლის 25 ნოემბერს სენეგალის დედაქალაქ დაკარში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს 93-ე სესია, რომელზეც შემუშავებულ იქნა "რეზოლუციის პროექტი კრიზისულ სიტუაციებზე, კრიზისიდან გამოსვლისა და მშვიდობის განმტკიცების შესახებ ფრანკოფონურ სივრცეში" . საქართველოზე რეზოლუციის ტექსტი წარდგენილ იქნა რუმინეთის მიერ და მხარდაჭერილ იქნა სხვა სახელმწიფოების მხრიდან.

29-30 ნოემბერს კი ორგანიზაციის XV-ე სამიტი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფრანკოფონიის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებმა.  სამიტზე არჩეულ იქნა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივანი, ქალბატონი მიკაელ ჟანი, კანადის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამი სახელმწიფოს, კოსტა რიკის, კოსოვოსა და მექსიკის ორგანიზაციის დამკვირვებელ ქვეყნებად მიღებასთან დაკავშირებით. დაკარში მიღებულ იქნა სამიტის დეკლარაცია და 9 რეზოლუცია, მათ შორის ზემოხსენებული რეზოლუცია, სადაც ასახულ იქნა, საქართველოში, ტერიტორიულ მთლიანობასთან  არსებული პრობლემა.   

დაკარში საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში - ეკატერინე სირაძე-დელონე, რომელიც დაესწრო 25 ნოემბერს გამართულ ფრანკოფონიის მუდმივი საბჭოს 93-ე სესიას, 26-27 ნოემბერს ფრანკოფონიის მინისტერიალის 30-ე სესიას და 29-30 ნოემბერს ფრანკოფონიის XV-ე სამიტს. 27 ნოემბერს, მინისტერიალის ფარგლებში, კი სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო ფრანკოფონიის ორგანიზაციის დამკვირვებელი წევრია 2004 წლის შემდეგ და დიდ მნიშნვნელობას ანიჭებს ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. ხაზი გაუსვა საქართველოს ვიწრო თანამშრომლობას ფრანკოფონიის ახალგაზრდულ სააგენტოსთნ, რომელიც დაეხმარა ძალინ ბევრ ქართველ სტუდენტს და მკვლევარს. ეკატრეინე სირაძე-დელონემ ასევე, აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების მადლიერება ფრანკოფონიის ორგანიზაციისადმი, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიოტირულ მთლიანობას და მონაწილეებს თხოვა, კიდევ ერთხელ გაემახვილებინათ ყურადღება აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ირგვლივ განვთარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე. 

ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის, მომდევნო, XVI -ე სამიტი გაიმართება 2016 წელს მადაგასკარში.

 

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal