საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორა ბანკინგი

 

დიასპორის   საკითხებში   საქართველოს   სახელმწიფო   მინისტრის აპარატი რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობს „დიასპორა ბანკინგის" პროექტზე, რაც ითვალისწინებს ფინანსური ინსტიტუტების მიერ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი თანამემამულეებისათვის შეღავათიან და სასარგებლო საბანკო  მომსახურებების შეთავაზებას.

აღნიშნული    პროექტი    განხილულია    და    მოწონებულია    საქართველოს    პრემიერ მინისტრის მიერ. შესაბამისად,   მისი დავალებით ვაწარმოებთ თანამშრომლობას ეკონომიკურ საბჭოსთან, რომლის მეშვეობითაც დიასპორა ბანკინგის პროექტის იდეის გენერირების მიზნით გაიმართა შეხვედრა   16 ქართულ ბანკთან, რომელთაგანაც   ერთ-ერთმა მათგანმა, სს "კაპიტალ ბანკმა" გამოთქვა ინტერესი დიასპორული საბანკო სერვისების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით.

აღსანიშნვია, რომ დიასპორული საბანკო სერვისების ორგანიზების შედეგად, სახარბიელო ეკონომიკური  ეფექტი  იქნა  მიღწეული  ისეთ  ქვეყნებში  როგორიცაა  სომხეთი,  ისრაელი  და კენია. ქართული დიასპორისთვის კაპიტალ ბანკმა წარმოადგინა კონკრეტული წინადადებები და შეიმუშავა ქვემოთ მოყვანილი დიასპორული საბანკო სერვისები:

  • დიასპორული სადეპოზიტო ანაბრები : საქართველოს საბანკო სისტემაში არსებულ ტარიფებთან შედარებით +1%-ით მაღალი საპროცენტო სარგებელი;
  • დიასპორული საოჯახო ბარათები;
  • 24 საათიანი ქოლ ცენტრი;
  • ოჯახის წევრების დისტანციური დაზღვევა;
  • ინტერნეტ ბანკი და კომუნალური გადარიცხვები

მოლაპარაკებათა შედეგად, პროექტი საპილოტე რეჟიმში იწყებს მოქმედებას.  აღსანიშნავია, რომ არსებული საბანკო კანონმდებლობის თანახმად, საბანკო ანგარიშის გახსნა ხდება ბანკში მისვლისას, ბანკის წარმომადგენელის დამოწმებით. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებისათვის სამშობლოში დიასპორული საბანკო ანგარიშის გახსნის გამარტივების მიზნით, კაპიტალ ბანკი გამოთქვავს მზადყოფნას, რომ 50-მდე დაინტერესებული თანამემამულის  შეკრების შემთხვევაში, ბანკის წარმომადგენლობა გაემგაზვრება კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც ისინი ჩვენს თანამემამულეებს ადგილზევე    გაუხსნიან ანგარიშს და გადასცემენ დიასპორულ საოჯახო ბარათებს.

სრული სტატისტიკისა და ხედვისთვის საჭიროა ჯამში 600-მდე შევსებული სააპლიკაციო ფორმა (პრეზენტაციასთან ერთად თან ერთვის), - რათა სწორად შეფასდეს პროექტის მნიშვნელობა, ფასეულობა და ღირებულება.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

საქართველო, თბილისი 0105, ვერცხლის ქ.1

ტელ.:  +995 32 2428888

ფაქსი:  +995 32 2922537

diaspora@capitalbank.ge

Skype: diasporabank