საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აფხაზეთის ეროვნული მთავრობის პირველი თავმჯდომარის, დიმიტრი არზაყან ემუხვარის დაბადებიდან 135-ე წლისთავი

 

მიმდინარე წლის 19-23 მარტს აფხაზეთის ეროვნული საბჭოს პირველი თავმჯდომარის, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრის დიმიტრი არზაყან ემუხვარის დაბადებიდან 135 წლისთავის აღსანიშნად შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი პარიზში. ღონისძიება ჩატარდა საელჩოსა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს ორგანიზებით. არზაყან ემუხვარი საფრანგეთში ლევილის ქართულ სასაფლაოზე განისვენებს. რესტავრაცია ჩაუტარდა მის საფლავს და დაიდგა მემორიალური დაფა. აფხაზეთის დელეგაცია ასევე ესტუმრა პარიზში მოქმედ ქართული კულტურის ცენტრს "ლაზი''. წმინდა ნინოს სახელობის პარიზის ტაძარში ჩატარდა არზაყან ემუხვარის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომლის შემდეგაც სიტყვით გამოვიდნენ ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ბ-ნ ოთარ ზურაბიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, არზაყან ემუხვარის შთამომავალი ნატო მარშანია, დიასპორის წარმომადგენელი  გიორგი მარჯანიშვილი და საელჩოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი. ლევილის ქართველ ძმათა სასაფლაოზე წმ.თამარის ტაძრის მგალობელთა გუნდთან ერთად წმ. ნინოს ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა არჩილ დავრიშაშვილმა და წმინდა თამარის ეკლესიის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ანტონ კანდელაკმა ერთობლივი პანაშვიდი აღავლინეს.

საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ასევე მოინახულეს ლევილის ქართული მამული და შატო, გაესაუბრნენ შატოს მცხოვრებ ქართული ემიგრაციის წარმომადგენლებს.

 

 

 

 

france/10470842_850083971704665_8701961509856598158_o.jpg

france/11072720_850083188371410_8492716407592428433_n.jpg

france/10258806_850083491704713_5277532293480095520_n.jpg

crédits photos:

© Irène Tsitsichvili
© წმ.თამარ მეფის ტაძარი საფრანგეთში