საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტი საფრანგეთში

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა 20-23 მარტს. 20 მარტს სახელმწიფო მინისტრი ლევილის ქართულ მამულს ეწვია, ლევილის ქართველ მამულიშვილთა სასაფლაო მოინახულა. გელა დუმბაძემ პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას საფლავი. ამავე დღეს, სახელმწიფო მინისტრმა და მისმა მოადგილემ ბ-ნმა მუხრან გულაღაშვილმა საქართველოს ელჩთან ქალბატონ ეკატერინე სირაძე-დელონესთან და დესპანთან ერთად დაათვალიერეს შატოს სხვენში არსებული წიგნთსაცავი, რომელიც მოწესრიგებას საჭიროებს და დაათვალიერეს სარემონტო სამუშაოები, რომელიც შატოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს ბიბლიოთეკის სივრცის მოსაწყობად.

მოგვიანებით შედგა ბ-ნი გელა დუმბაძის შეხვედრა და საუბარი შატოს ამჟამინდელ ბინადრებთან. დღის ბოლოს სახელმწიფო მინისტრი შეხვდა ლევილის მერს ბ-ნ ერიკ ბრევს. ლევილის მერმა სრული მხარდაჭერა გამოთქვა ლევილის მამულში ფრანგულ-ქართული კულტურულ-ისტორიული ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პირადად და მთელი მუნიციპალიტეტი მიესალმება ამ ადგილას კულტურული პროექტების განხორციელებას, რადგან ლევილის ქართული შატო და მამული ლევილელთა ცხოვრებისა და ისტორიის ნაწილიცაა.

21 მარტს, სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა საფრანგეთში მოქმედ ასოციაცია „ქართული კულტურის კერა ლაზის" წარმომადგენლებთან, „ლაზთან" არსებულ საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთნ.

ამავე დღის მეორე ნახევარში კი, სახელმწიფო მინისტრის თავმჯდომარეობით, გაიმართა „ლევილის შატოს" მამულისა და ქონების საქართველოსთვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის სხდომა.

france/10856459_818379644876564_430562214435469448_o.jpg

france/10986431_820477304666798_2602994971359602820_o_1.jpg

france/11080848_820477218000140_9189323002526133635_o.jpg

france/11077389_820477328000129_1858000148887951027_o_1.jpg

france/10669105_820477221333473_8878745833827976451_o.jpg