საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ვიზიტი პარიზში

 

მიმდინარე წლის 23 მარტს საფრანგეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი. შეხვედრები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში და ევროპულ საქმეთა გენერალურ სამდივნოში, რომელიც პრემიერ მინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო უწყებაა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე და დელეგაციის სხვა წევრები. საელჩოდან შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი, ეკა სირაძე-დელონე და დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი.

შეხვედრების მიზანი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხის განხილვა იყო. ქართულმა მხარემ, სამუშაო ჯგუფის თითოეულმა წევრმა თავისი კომპეტენციის სფეროს ფარგლებში მოკლე პრეზენტაციებით წარადგინა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, რასაც ითვალისწინებს ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმა.

ფრანგმა დიპლომატებმა აღნიშნეს, რომ საქართველომ და მოლდოვამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარეს და საქართველოს მცდელობა ყველა ანგარიშში პოზიტიურადაა აღნიშნული. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური უწყების დამოკიდებულებას, რომ მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს, თუმცა უშუალოდ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ აქვს გარკვეული შეკითხვები დარჩენილი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაა, პირიქით ხელი შეუწყოს მოქალაქეთა მობილურობას, რაც ბიზნესის სფეროს მეტ დინამიკას შესძენს.

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal