საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაცია ქ.ანტიბში

france/12.gif

საფრანგეთში მოქმედი ფირმა "კავკასიური ხიდი"-ის ინიციატივითა და საელჩოს მონაწილეობით სამხრეთ საფრანგეთში, ლაჟვარდოვანი სანაპიროს ულამაზეს ქალაქ ანტიბში მოეწყო ქართული ღვინოების დეგუსტაცია. დეგუსტაციამდე სტუმრებისათვის მოეწყო საქართველოს ათასწლოვანი ღვინისა და ვაზის კულტურის ამსახველი პრეზენტაცია. დეგუსტაციაზე მოსულმა სტუმრებმა, რომელთა შორის უმრავლესობა პროფესიონალი სომელიე იყო დააგემოვნეს ქართული ჯიშის ყურძნებიდან როგორც ევროპული ტექნოლოგიით ასევე ტრადიციული ქართული მეთოდებით დაყენებული 20 ზე მეტი დასახელების ღვინო. დეგუსტაციის შემდეგ მოეწყო სადილი, რომლის დროსაც ქართული ღვინოს სხვადასხვა ფრანგულ კერძთან თავსებადობაზე იმსჯელეს ფრანგმა ექსპერტ სომელიეებმა, რომელთაც თავად ნიცა კოტ დ'აზურის სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ალი ჰეიდაიატი წარუდგენდა. ფრანგი პროფესიონალების შეფასებით ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა, მას აქვს განსაკუთრებული გემოვნური და თვისებრივი მახასიათებლები, რომლებიც ევროპელი მომხმარებლისათვის საინტერესოა. განსაკუთრებული მოწონება ქვევრის ღვინოებმა დაიმსახურა. ექსპერტების თქმით ქვევრის ღვინო, გარდა იმისა, რომ ძალიან მდიდარი არომატითა და თაიგულით გამოირჩევა, მის მიღმა ერთობ საინტერესო ისტორიაა, რაც ღვინის იდენტობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. დეგუსტაციის განმავლობაშივე გადაწყდა, რომ რამდენიმე ცნობილი სასტუმროსა და რესტორნისათვის უკვე დაუკვეთენ ქართულ ღვინოებს.

ფირმა "კავკასიურ ხიდს" საფრანგეთში ყოფილი ქართველი რეგბისტი ილია კახოიძე წარმოადგენს, რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილია კოტ დ'აზურის არა მარტო სპორტულ არამედ გასტრონომიულ წრეებშიც.

france/13.giffrance/14.gif

france/15.gif

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal