საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავი მიღება

26 მაისს, ქ.პარიზში საქართველოს საელჩომ გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და ქართველ სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ საფრანგეთის პოლიტიკური წრეების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, საფრანგეთში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები და წევრები, ასევე საფრანგეთის სამეცნიერო და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

მიღებაში მონაწილეობას იღებდა ფრანგულ-ქართული ფოლკლორი ანსამბლი "მარანი", რომელიც მთელი საღამოს განმავლობაში ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს.

 

 

 

france/20150526_195134.jpg