საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი ქ.სოვინიში

france/sauvigny.jpg

31 მაისს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე დელონე „შატო მუხრანის" ფრანგი დირექტორის ჟაკ ფლორის მიწვევით ქ.სოვინიში იმყოფებოდა და მონაწილეობა მიიღო ბურბონების გრაფ ლუი IIის რესტავრირებული დაკრძალვის სამლოცველოს ინაუგურაციის ზეიმზე, რომელიც მთელი დღე გაგრძელდა და საზეიმო ბუფეტით დასრულდა.

ინაუგურაციაზე მიწვეულნი იყვნენ პრეფექტები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ბურბონების ოჯახების შთამომავლები. ასევე ფრანგი დიპლომატი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე და ჰოლანდიის ელჩი ვატიკანში, ბურბონების შთამომავალი ჟემ დე ბურბონ პარმი. ინაუგურაციის ერთერთი მთავარი გმირი იყო ცნობილი შვედი ბიზნესმენი და მეცენატი, ფრედერიკ პაულსენი, რომელსაც უდიდესი ფინანსური წვლილი მიუძღვის სამლოცველოს აღდგენის საქმეში. აღსანიშნავია, რომ ფრედერიკ პაულსენი, შატო მუხრანის ფინანსური პარტნიორი და საქართველოსთან დაახლოებული პირია.