საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც ქართულ-უკრაინული მეგობრობის სიმბოლო

28 მაისს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო საფრანგეთში დაფუძნებული ასოციაციის  "ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო" 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამს, რომელიც პარიზის მე-15 რაიონის მერიაში გაიმართა. 29 მაისს კი "ქართული ხმების" კონცერტს სენ-როშის ეკლესიაში.

ასოციაციის პრეზიდენტის, ოთარ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით წლევანდელი 26 მაისის აღნიშვნა ქართულ-უკრაინულ მეგობრობას მიეძღვნა და მას უკრაინის ელჩი საფრანგეთში, ოლეგ შამშურიც ესწრებოდა.

 

france/11270436_10204225250898799_2801264063824102032_o.jpg

ოთარ ზურაბიშვილი, ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში და ოლეგ შამშური, უკრაინის ელჩი საფრანგეთში, 26 მაისის აღსანიშნავ დღესასწაულზე/photo©AGF

 

france/1518918_10204230196702441_4077158855993052302_o.jpg

"ქართული ხმების" კონცერტი სენ-როშის ეკლესიაში/photo©AGF