საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მწერალი ლაშა ბუღაძე პარიზის

france/11196344_469749443179619_1432548197538078773_n_1.jpg

"ლიტერატურული ღამე" - ასე ჰქვია ლიტერატურულ საღამოს, რომელიც წელს, 30 მაისს, მესამედ გაიმართა პარიზში, პარიზის უცხოური კულტურული ინსტიტუტების ფორუმის  (FICEP)  ორგანიზებით. საფრანგეთში საქართველოს საელჩო, რომელიც ფორუმის წევრია, უკვე მეორე წელია მასში მონაწილეობს და საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით,  თანამედროვე ქართველ ავტორებს წარადგენს.

პარიზული "ლიტერატურული ღამის" კონცეპტი მდგომარეობს შემდეგში: ერთ საღამოს, პარიზის ერთერთი უბნის სხვადასხვა ადგილას (ეს იქნება მუზეომი, კულტურული ცენტრი თუ ადგილი, რეზიდენცია, გალერეა, კაფე თუ ეკლესია) მსახიობები, კითხულობენ სხვადასხვა ქვეყნის მწერლების ფრანგულად თარგმნილი და გამოცემული ნაწარმოებების ნაწყვეტებს. კითხვა იწყება ყოველი საათის დასაწყისში და მასზე დამსწრენი წინასწარ ხელმისაწვდომი ბროშურების დახმარებით არჩევენ მათთვის საინტერესო მწერალს და მთელს საღამოს ატარებენ ლიტერატურულ სეირნობაში.  წელს "ლიტერატურული ღამე" კანალ სენ-მარტენის უბანში მიმდინარეობდა.

საქართველოს საელჩომ საფრანგეთში "ლიტერატურულ ღამეში" მონაწილეობის მისაღებად შეარჩია ლაშა ბუღაძე, რომლის პიესები ფრანგულ ენაზე პირველად  2008 წელს გამოიცა ევროპა აღმოსავლეთის სახლის გამომცემლობის L'Espace d'un Instant-ის მიერ. წელს იგივე გამომცემლობამ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დაფინანსებით ლაშას სამი ახალი პიესა გამოსცა, მათ შორის პარიზში დაწერილი პიესა-მონოლოგი "პუტინის დედა".

"პუტინის დედა" იქნა შერჩეული "ლიტერატურულ ღამეში" მონაწილეობის მისაღებად. ლაშა ბუღაძის პიესის კითხვას ხელოვანთა რეზიდენციამ "ლე რეკოლე" უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ ლაშა 2014 წლის გაზაფხულზე რეზიდენტად სწორედ "ლე რეკოლეში" იმყოფებოდა და პიესაც იქ დაიწერა. ლაშას პიესის გარდა "ლე რეკოლეს" სხვადასხვა სივრცეებში რუმინელი და ბელგიელი მწერლების ნაწარმოებების ნაწყვეტების კითხვაც მიმდინარეობდა.

პიესა-მონოლოგის კითხვის მიზანსცენა ლაშა ბუღაძის საფრანგეთში დამდგმელმა თეატრის რეჟისორმა კლარა შვარცენბერგმა მოამზადა და მას ფრანგი თეატრის მსახიობი, კამი ბერი კითხულობდა. კითხვა, ნაწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე თეატრალიზირებული იყო, რამაც მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

ყოველი კითხვის შემდეგ, ლაშა დამსწრეების კითხვებს პასუხობდა. მაყურებლებს აინტერესებდათ ავტორის შთაგონების წყარო და პიესის პოლიტიკური კონტექსტი. მაყურებელს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა იქვე შეეძინა ლაშას ახალი და 2008 წელს ფრანგულად გამოცემული პიესების კრებული.

 

→იხილეთ სრული პროგრამა: http://www.nuitdelalitterature.net/

→ დამატებითი ინფორამცია "ლიტერატურული ღამის" შესახებ: http://www.nuitdelalitterature.net/le-projet.html    

 

შინაარსი "პუტინის დედა", მოხუცებული ქალის მონოლოგი, რომელიც ოცნებობს წარსულზე და საბჭოთა კავშირის აღდგენაზე. ავტორი შთაგონებას იღებს საქართველოში მცხოვრები ადამიანის ისტორიიდან, რომელიც აცხადებს, რომ პუტინის დედაა და გვიამბობს დაუჯერებელ ამბებს თავისი "ვაჟის" შესახებ.  

ლაშა ბუღაძე, დაიბადა 1977 წელს საქართველოში. ის წერს ძალიან მრავალფეროვან ლიტერატურულ ფორმებში: ესსე, რომანი, ნოველა, მოკლე ისტორიები და თეატრალური პიესები, რამაც მას საქართველოში დიდი წარმატება მოუტანა. ის წერს პრესისთვის, მონაწილეობს სატელევიზიო ლიტერატურულ გადაცემებში. მისმა ნაწარმოებებმა დაიმსახურა არაერთი ჯილდო და წარმოდგენილი იყო ევროპის ოცამდე ქვეყანაში. ის არის ასევე რადიო და ტელე წამყვანი ლიტერატურული სიახლეების შესახებ. ლაშა ბუღაძის ნაწარმოები ნათარგმნია რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და ინგლისურ ენებზე.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal