საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ფონდი ინალკოში (INALCO)

BULAC (Bibliothèque des langues et civilisations orientales) ბიბლიოთეკაში მომდინარეობს ქართული ფონდის საუნივერსიტეტო ელექტრონულ კატალოგში ( SUDOC) შეტანისა და განახლების პროექტი. კატალოგში ქართული შრიფტით უკვე შეტანილია 700მდე დასახელების წიგნი. მათ შორის : ქართველი თანამედროვე და კლასიკოსი მწერლები, ასევე ივანე ჯავახიშვილის, ალექსანდრე ბარამიძის, აკაკი შანიძის, კორნელი კეკელიძის, სარგის ცაიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, დერმიშა გოგოლაძისა და სხვათა ნაშრომები.

მე 19 საუკუნეში გამოცემული ლიტერატურა, მაგალითად:

რანი ვიყავით გუშინ? / იაკობ გოგებაშვილი, 1872

ახალი გამოკვლევა ისტორიის წინა დროებაზე და ქართველი ტომის დასაწყისზე / დიმიტრი ბაქრაძე, 1881

საქართველოს ისტორია / სულხან ბარათაშვილი, 1863

კალმასობა / იოანე ბატონიშვილი ; დიმიტრი ბაქრაძის წინასიტყვაობით, 1896 

ასევე ქართული ემიგრანტული ლიტერატურა, მაგალითად:

ქართული ლექსიკონი / შალვა სკამკოჩაიშვილი, მირიან მელუა, 1948

საქართველოს ეროვნული მეურნეობა / კ. კანდელაკი, 1935

ქართული აზროვნების განვითარება მე-19 საუკუნეში / ისიდორე მანწკავა, 1936

მოგონებები / ვლასა მგელაძე, 1936

ჯვაროსანთა დროიდან : ოთხი საისტორიო ნარკვევი / ზ. ავალიშვილი, 1929

 

სავარაუდოდ, 2015 წლის სექტემბერში დასრულდება არსებული ფონდის კატალოგში შეტანა და დაიწყება ახალი წიგნების მიღება-შეძენა ფონდის გასამდიდრებლად. მიიღება წიგნები შემოწირულობის სახითაც. წიგნის მთავარი თემა უნდა ეხებოდეს საქართველოს ან კავკასიას.

ბიბლიოთეკაში წიგნების ადგილზე კონსულტაცია შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა გატანის უფლება მხოლოდ ზოგიერთი უნივერსიტეტის სტუდენტს ააქვს.

Adresse : 65, rue des Grands Moulins, 75013

ქართული ფონდის კურატორი : თამუნა სვანიძე

Contact : tamara.svanidze@bulac.fr.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal